კომპანია Talent Flow-მ ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმა Art Inception-თან ერთად ახალი პროექტი შეიმუშავა – Art Therapy for Flow.პროექტის მიზანია პოსტ-პანდემიურ გარემოში თანამშრომლების სტრესის მართვაში დახმარება და მათი well-being-ის შექმნა.
Art Therapy for Flow არ არის სტანდარტული არტ თერაპია. ეს არის არტ თერაპიის და პოზიტიური ფსიქოლოგიის, მათ შორის, mindfulness-ის ტექნიკების ერთობლიობა.
პროექტს ახორციელებენ ფსიქოთერაპევტი ლიკა ნოზაძე, არტისტი და ხელოვანი თინა ჩერტოვა და კომუნიკაციების კონსულტანტი გვანცა კიკალიშვილი.
არტ თერაპია მუღამისთვის მონაწილე გუნდებს 3 განსხვავებული აქტივობას სთავაზობს: ეს არის გაზიარება, შექმნა და ანალიზი. ხატვა, როგორც ახალი გამოცდილება და ხატვა, როგორც სტრესისგან განთავისუფლების საშუალება.
„ფაქტია, რომ გასულმა 2-მა პანდემიურმა წელმა და ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომმა დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობაზე. ჩვენ ვხედავთ, როგორ უჭირთ თანამშრომლებს კონცენტრაცია, ერთმანეთთან კომუნიკაცია და ერთად მუშაობა, რაც ნეგატიურად აისახება ბიზნეს პროცესებზე. ვფიქრობთ, ჯგუფური თერაპიის ეს მეთოდი – სადაც გაზიარება, შექმნა და ანალიზი კომბინირებულად არის წარმოდგენილი, ეფექტური და ინოვაციური მეთოდია“ – ამბობენ პროექტის შემქმნელები.
არტ თერაპია მუღამისთვის ბაზრისთვის ახალი პროდუქტია. პროექტის მენტორები თვეში ერთხელ ღია ჯგუფებსაც მასპინძლობენ, თუმცა აქცენტს სწორედ გუნდების და მათი ემოციური მდგომარეობის მართვაზე აკეთებენ.
მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ აქ – https://www.facebook.com/arttherapyflow