ვაუჩი არის ჩუქების ვებ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც საჩუქრის მაძიებელს სულ რამდენიმე წუთში შეუძლია შეარჩიოს, შეიძინოს და გააგზავნოს ნებისმიერი პოპულარული ბრენდის ვაუჩერი ციფრული ან ფიზიკური სახით.
საჩუქრის შერჩევა რთული და შრომატევადი პროცესია, საშუალოდ ადამიანებს სჭირდებათ 3-4 საათი საჩუქრის შესარჩევად, ხშირად ჩვენ არ ვიცით ადრესატის ზუსტი ზომა, საყვარელი ფერი და სასურველი ნივთი.
სწორედ ამ პრობლემების გადასაწყვეტად, ვაუჩიმ გააერთიანა ყველა პოპულარული ვაუჩერი ერთ სივრცეში და შეიმუშავა ციფრული ვაუჩერები.
მათ უკვე 200-ზე მეტი პარტნიორი ბრენდი ჰყავთ შემდეგი კატეგორიიდან: ჩაცმა, აქსესუარები, თავის მოვლა, სპა და სასტუმროები, ტექნიკა, აქტიური ცხოვრება, წიგნები და განათლება.
აქვთ როგორც ცალკეული ბრენდების ვაუჩერები, ასევე ვაუჩი ქარდი – ეს არის ერთი უნივერსალური ციფრული ბარათი, რომელიც აერთიანებს ყველა ბრენდის სასაჩუქრე ბარათს და ადრესატს აძლევს შესაძლებლობას, QR კოდის მეშვეობით იშოპინგოს მათი ყველა პარტნიორის სავაჭრო ობიექტებში.
ვაუჩი ქარდი არის პოპულარული არჩევანი კორპორატიული კლიენტებისთვისაც, მაგალითად გლოვო, პსპ დაზღვევა, საქართველოს ბანკი, Evolution Gaming, My.ge და ა.შ.
ვაუჩი ქარდის გაგზავნა შესაძლებელია როგორც საჩუქრად კლიენტებისთვის, ასევე კომპანიის თანამშრომლებისთვის როგორც ფიზიკური ასევე ციფრული სახით.