HR hub სხვადასხვა კომპანიაში სტუმრობას და მათი ორგანიზაციული კულტურის გაცნობას აგრძელებს.
ამჯერად 17 თებერვალს, 17:00სთ-ზე “მეამას” გამორჩეული სივრცე გვიმასპინძლებს. “თანამედროვე კომპანიებში ორგანიზაციული კულტურის ფორმირება-ბრენდინგის როლი” იქნება.
ღონისძიებაზე პანელ დისკუსია გაიმართება, სადაც სპიკერები საკუთარ გამოცდილებას და ქეისებს გაგვიზიარებენ. ისინი ასევე მზად არიან თქვენს კითხვებს უპასუხონ.
ვინ იქნებიან სპიკერები:
- შოთა ჩინჩალაძე -ბრენდის ერთადერთი სერტიფიცირებული სტრატეგი საქართველოში;
- ნინო გვაზავა -High-Tech Solutions დირექტორი;
- დაჩი ჭოლაძე Pulsar AI – დამფუძნებელი და დირექტორი;
- მარიამ მებურიშვილი MEAMA – ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- თეა მახარაძე – TBC დაზღვევა – ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი.
ღონისძიების პირველ ნაწილში, მეამას ოფისში, რომელიც მსოფლიო არქიტექტურის კონკურსის გამარჯვებულია, სტუმრებისთვის სპეციალური ტური მოეწყობა.
დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე: forms.HRhub
ადგილები შეზღუდულია, ამიტომ დარეგისტრირდით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნამდვილად გეგმავთ დასწრებას.
ღონისძიების ფარგლებში Instagram page-ზე: shota.about.branding იქნება LIVE.
HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: MEAMA Sfero.ge სასტუმრო EPISODE ბოტანია KD4US Grant Thornton Georgia.