შემოგვიერთდით

,,რა სურთ თანამშრომლებს” 19 აპრილს, HR hub-ის ღონისძიება გაიმართება

HR hub – ის ღონისძიებების სერია TOP HR თემები გრძელდება. 19 აპრილს, 19:00 King David-ში, Meta Business Hotel-ში (მ.ალექსიძის 12)  ღონისძიება “რა სურთ თანამშრომლებს”  ჩატარდება. ღონისძიება გაგრძელდება 3 საათი.

განრიგი:

  • 19:00 Welcome Coffee King David (მ.ალექსიძის 12) მე-17 სართული KD Meta Restaurant
  • 19:15 პირველი სპიკერი ირაკლი ბესელიძე  King David (მ.ალექსიძის 12) მე-17 სართულზე საკონფერენციო სივრცე Sky Hall
  • 20:15 მეორე სპიკერი ზურა მხეიძე King David (მ.ალექსიძის 12) მე-17 სართულზე საკონფერენციო სივრცე Sky Hall
  • 21:50 ღონისძიების დასასრული.

ზურა მხეიძე ისაუბრებს და მიმოიხილავს ყველასთვის აქტუალურ თემას ,,რა სურთ და ამოტივირებთ თანამშრომელებს?!”

ღონისძიებაზე ვიმსჯელებთ 2023 წლის ტრენდებზე, რა სურთ და ამოტივირებთ თანამშრომლებს: მოქნილი სამუშაო გარემო, განვითარება, კარიერული ზრდა და წინსვლა, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა,  ხელფასი, 4 დღიანი სამუშაო კვირა, მოკლე პარასკევი, აღიარება, სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსი თუ სხვა.

ზურაბ მხეიძე ექსპერტია ფსიქოლოგიის მიმართულებით (+30 წელი) და +25 წლიანი ტრენინგების ჩატარების და კონსულტირების გამოცდილება, მუშაობდა სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების ხარისხის და ადამიანური რესურების მართვის დეპარტამენტებში, განხორციელებული აქვს +10 კვლევა ფსიქოლოგიის მიმართულებით, არის სოციალური ფსიქოლოგიის ასპირანტი.

ასევე გვეყოლება სპიკერი ირაკლი ბესელიძე Google’ის ჯილდოს მფლობელი, ხელოვნური ინტელქტის ექსპერტი, AI ასისტენტის – CALEN I’-ის დამფუძნებელი.

თემა: ხელოვნური ინტელექტი (AI) HR-ში

სპიკერი ისაუბრებს, როგორ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი HR-ის სხვადასხვა მიმართულებაში, თანამშრომლების მოტივაციისთვის, სწავლებასა და განვითარებაში, რეკრუტინგში და ა.შ.

ასევე, გამართება “რეკრუტერის AI ასისტენტის” (კანდიდატებთან კომუნიაციის ინოვაციური გადაწყევტილება) პრეზენტაცია და წრმოდგენილი იქნება დემო ვერსიაც, სადაც AI ასისტენტი დაეხმარება რეკრუტერებს კანდიდატების გასაუბრებაზე მოწვევაში. ყველას ექნება შესაძლებლობა რომ გაესაუბროს ქართულად მოლაპარაკე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ HR ასისტენტს.

დასასრულს შესაძლებლობა გექნებათ დასვათ კითხვები.

დარეგისტრირდით 18 აპრილამდე ამ ბმულზე: HRhubEvent

ადგილები შეზღუდულია. 

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.