Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი, მთავარი ოფისით ქ. ნიუ იორკში და ასევე, ოფისებით საქართველოში, პოლონეთსა და სომხეთში. Lineate-ის ძირითადი მიმართულებებია AdTech, MarTech, MedTech და FinTech. კომპანია თანამშრომლობს The New York Times, Ebay, Warner music, Visa, SAP, Telenav,Voxy, NYU Hospitals, 33 across, Rosen Publishing, Vive, Informa, Ondeck, ACN და მსოფლიოს წამყვან სხვა საერთაშორისო კომპანიებთან.
კარიერის ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერი სწორედ ლინეიტია. ჩვენ ვესაუბრეთ ბიზნესის განვითარების მენეჯერს თორნიკე სულაბერიძეს.
HR hub: ძირითადად რა მიმართულებით ეძებთ ხოლმე თანამშრომლებს?
ჩვენ ვართ ე.წ. Full stack კომპანია, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ აქტიურად ვეძებთ თანამშრომლებს Front-end, Back-end, Java, JS დეველოპერები და QA- ის მიმართულებით.
HR hub: როგორი სამუშო გარემო გაქვთ?
ჩვენი დევიზია “განვითარების თავისუფლება”, რაც ნიშნავს ინდივიდის აზრებისა და იდეების კომუნიკაციის თავისუფლებას მენეჯმენტის ყველა დონეზე, ჩვენთან ექსპერიმენტებს და ამ ექსპერიმენტის დროს დაშვებულ შეცდომებს გაგებით ეკიდებიან, რაც ნიშნავს, რომ დიდ ძალისხმევას ვდებთ ნდობის, პატივისცემის საფუძველზე ურთიერთობების დამყარებაში.
HR hub: სამუშაო გრაფიკზე რას გვეტყოდით?
Lineate- ში დასააქმებულს დახვდება მოქნილი, ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი.
HR hub: რა სთავაზობთ თქვენთან დასაქმებულ ადამიანებს?
Lineate-ი ამერიკული კულტურის მატარებელია, შესაბამისად ჩვენთან თანამშრომელი, მისი კეთილდღეობა და განვითარების ხელშეწყობა ტოპ-პრიორიტეტია.
ლინეიტის გუნდის წევრები უზრუნველყოფილნი არიან:
- საერთაშორისო პროექტებით და გუნდით
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სპორტული ცხოვრების დაფინანსება
- კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
- უცხო ენის კურსები
- ყოველკვრეული საინტერესო შიდა და გარე აქტივობები, როგორიცაა ქალაქ გარეთ გასვლითი ტური, ყოველკვირეული ლანჩი, შემეცნებთი და გასართობი თამაშები.
HR hub: რა არის საჭირო თქვენთან მუშობის დასაწყებად?
ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც შეპყრობილნი არიან ტექნოლოგიებით და აღფრთოვანებულები არიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისთვის გასაოცარი აპლიკაციების შექმნაში. ვისაც აქვს კომუნიკაციის უნარები, სჯერა გუნდური მუშაობის გმირობის, აქვს მოქნილი მიდგომა განვითარებისადმი და უყვარს თავსატეხები.