SPAR Georgia-ში სიახლეა. კომპანიამ თანამშრომლების სწავლებისა და განვითარებისთვის სტრატეგიული პროექტი “SPAR აკადემია” შექმნა.
ჩვენ დავინტერესდით ამ ამბით და ტალანტების მართვის, განვითარებისა და ადმინისტრაციის დირექტორს, ქეთი ესაძეს ვესაუბრეთ. www.hrhub.ge – მთვარი საინფორმაციო-ანალიტიკური HR ჟურნალი გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
HR hub: ქეთი კომპანიაში კარგი სიახლე გაქვთ, „სპარ აკადემია“ გახსენით. მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ?
SPAR აკადემიის გახსნის იდეას კომპანიაში დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე, ვინაიდან ყოველთვის იდგა თანამშრომლების განვითარების და გადამზადების საჭიროება. Კორონავირუსის პანდემიამ გავლენა იქონია იდეის განხორციელებაზე გარკვეული დროით და შეაფერხა პროცესი. თუმცა, წელს ისევ აქტუალური გახდა აკადემიის შექმნის თემა. ჩვენთვის გუნდის თითოეული წევრი ღირებულია და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩავდოთ მათ განვითარებაში. სპარის საერთაშორისო კულტურა თანამშრომლებზე ზრუნვასა და განვითარებაზე დგას. SPAR Georgia-სთვის, როგორც SPAR International-ის წევრისთვის გუნდზე ზრუნვა და მისი განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა.
SPAR აკადემიაში განხორციელდება “ფუდმარტ რითეილ ბიზნეს ჯგუფში” შემავალი ყველა მიმართულების: რითეილი, ლოჯისტიკა და დისტრიბუცია, თანამშრომლების სწავლება და განვითარება.
HR hub: რა სფეროებს მოიცავს აკადემია, რა მიმართულებებში გადამზადდებიან თანამშრომლები?
SPAR აკადემიაში განახლებული სასწავლო პროგრამებით გადამზადდებიან, როგორც ახალი, ასევე, არსებული თანამშრომლები. ჩვენი მიზანია ვიზრუნოთ მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე. ძირითადი სასწავლო პოგრამები მოიცავს:
- პროფესიულ სტანდარტებს;
- უნარ-ჩვევების განვითარებას;
- პიროვნული ზრდის ტრენინგ-პროგრამებს.
HR hub: სასწავლო პროცესში რომელი რგოლის თანამშრომლები ჩაერთვებიან?
სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან როგორც მაღაზიების ქსელის ასევე, სათავო ოფისის თანამშრომლები, გუნდის ნებისმიერი წევრი, რომელიც გამოთქვამს სურვილს გადამზადდეს და განვითარდეს. გარდა ამისა, SPAR აკადემია უფრო დიდ მასშტაბებზეც გეგმავს გასვლას. როგორც იცით, “ფუდმარტ რითეილი” აქტიურად ავითარებს ფრენჩაიზის მოდელს საქართველოში – ჩვენ გვყავს 150-მდე პარტნიორი კომპანია, რომელთათვისაც 2024 წლიდან აქტიურად დავნერგავთ სპეციალურ სასწავლო პროგრამებს და მოვერგებით მათ საჭიროებებს ტრენინგების და განვითარების მხრივ.
HR hub: როგორ შეარჩიეთ და ვინ იქნებიან ტრენერები? მოწვეული გყავთ თუ სასწავლო პროცესში კომპანიის უკვე გამოცდილი თანამშრომლებიც ჩაერთვებიან?
აკადემია დაკომპლექტებულია გამოცდილი ტრენერთა გუნდით, რომელიც აქტიურად მუშაობს თანამშრომლების პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებაზე.
სასწავლო პროცესში ასევე ჩაერთვებიან კომპანიის სხვადასხვა მიმართულების გამოცდილი თანამშრომლები და გაგვიზიარებენ გუნდში დაგროვილ გამოცდილებას და ცოდნას.
აკადემიაში აქტიურად იგეგმება შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები, სადაც ჩაერთვებიან SPAR International და მოწვეული ტრენერები.
HR hub: როგორია სწავლების პრინციპი და სასწავლო გარემო?
სასწავლო გარემო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტებით და გამოირჩევა ერთმანეთისგან გასხვავებული სამუშაო სივრცით, მათ შორის მაღაზიის სიმულაციის ოთახით. სწავლების და განვითარების პროცესში მიმდინარეობს სწავლების თანამედროვე ტექნიკების და მეთოდების გამოყენება. აკადემიის გარემო არის მყუდრო, ნათელი და კომფორტული.
HR hub: ზოგადად, როგორია თქვენი კომპანიის ადამიანური კაპიტალის მართვის ხედვა და მიზნები 2024 წლისთვის?
2024 წლისთვის, ჩვენ მაქსიმალურად დიდი ინვესტიციების ჩადებას ვგეგმავთ ტალანტების განვითარებაში. SPAR Georgia-თვის 2024 წელი საიუბილეო წელია და ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო, ინოვაციურ, მამოტივირებელ პროექტს ვპირდებით საქართველოს შრომის ბაზარს, როგორც SPAR International-ის გუნდის წევრი. სპარის ტალანტების მართვის და განვითარების სტრატეგია 2024 წელს ორიენტირებული იქნება:
- ზრუნვაზე
- განვითარებაზე
- მოქნილობაზე
- Გაციფრულებაზე
- ინოვაციურობაზე
იმიტომ რომ #ერთადუკეთესია.