მარტის დღესასწაულები ახლოვდება. კომპანიები კი წინასწარ იწყებენ მზადებას, თუ რა აჩუქონ თანამშრომლებს. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე სასაჩუქრე იდეას, რომელიც ფიქრის პროცესს გაგიმარტივებთ.
1. ,,ყვავილების ბარი – Flower Bar” – უკვე მესამე წელია ინდივიდუალურ და კორპორატიულ მომხმარებლებს, საჭიროებებზე მორგებულ, პერსონალური ფლორისტის მომსახურებას სთავაზობს. ის ქალაქის გულში, გალერია თბილისში მდებარეობს.
რა შეთავაზებები გაქვთ კომპანიებისთვის საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით?
FLOWER BAR-ის გუნდი გაზაფხულის დღესასწაულებისთვის გთავაზობთ:
- თანამშრომლების ან/და პარტნიორი ორგანიზაციების და მომხმარებლებისთვის ყვავილების თაიგულებს და კომპოზიციებს სხვადასხვა საფასო კატეგორიაში;
- საოფისე ინტერიერის დეკორირებას;
- ყვავილების სადღესასწაულო თაიგულების და კომპოზიციების ვორქშოფებს და მასტერკლასებს, სადაც კომპანიის თანამშრომლები ერთობლივად ან/და ინდივიდუალურად მიიღებენ მონაწილეობას მათთვის სასურველი ულამაზესი თაიგულების და ყვავილების კომპოზიციების შექმნასა და გაფორმებაში.
შეთავაზებები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: FlowerBaroffer
როგორ დაგიკავშირდნენ?
მის: გალერია თბილისი
ტელ: 577 37 41 04, 577 588 552
Facebook: FlowerBarGeo
Instagram: flowerbar.forhappystories
4. Gaamos-გაამოს ეს არის სახლში დაწყებული ბიზნესი, რომელიც დღეს უკვე გაცდა მცირე მასშტაბებს და ბევრი ადამიანის საყვარელ ტკბილეულად იქცა.
რა შეთავაზებები გაქვთ კომპანიებისთვის საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით?
გთავაზობთ, ორცხობილებს კომპანიის ლოგოთი, ორცხობილების თაიგულს, ფორტუნა ქუქებს სამოტივაციო ფრაზებით, ლამაზ და გემრიელ ლოლიპოპებს და სხვა ორიგინალურ ტკბილეულს. დიზაინს თავად არჩევთ.
როგორ დაგიკავშირდნენ?
მის: ვახტანგ ბოჭორიშვილის 37 ბ.
ტელ: 558782010
Facebook: gaamoscookies
Instagram: Gaamos
3. Mioshop.ge არის ონლაინ სივრცე საჩუქრების შესაძენად. მომხმარებელს შეუძლია, როგორც საქართველოში წარმოებული სტარტაპებისა და ხელოვანების სხვადასხვა პროდუქციის შეძენა, ასევე სასაჩუქრე ბოქსების ერთჯერადი ან ყოველთვიური გამოწერა. mioshop.ge-ის გუნდი ასევე მუშაობს ორგანიზაციების კორპორატიულ შეკვეთებზე, ზრუნავს მათი თანამშრომლების საჩუქრებზე წლის განმავლობაში ან კონკრეტულ დღესასწაულზე.
რა შეთავაზებები გაქვთ კომპანიებისთვის საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით?
თითოეული კომპანიისთვის, საჩუქრების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მათი სურვილისა და საჭიროებების მიხედვით. წარმომადგენელთან პირველადი გასაუბრების შემდეგ, მათი მოლოდინების მიხედვით ვთავაზობთ კონკრეტული საჩუქრისა ან სასაჩუქრე ნაკრებების სხვადასხვა ვერსიას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს გავუმარტივოთ საჩუქრის შეძენისა და ჩუქების პროცესი.
როგორ დაგიკავშირდნენ?
კონკრეტული საჩუქრების შესაძენად შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს ვებ. გვერდს: mioshop.ge
კორპორატიული და პერსონალური საჩუქრების შერჩევისთვის კი აუცილებელია დაგვიკავშირდეთ:
ელ. ფოსტა: info@mioshop.ge
ტელ: 599 933 701
Facebook: mioshop.ge
Instagram: mioshop.ge
3. ,,მარსესი” სტარტაპია, რომელიც სულ რაღაც 1 წლის წინ ორმა მეგობარმა დააფუძნა. ისინი ხელნაკეთ საპნებს და სანთლებს ამზადებენ.
რა შეთავაზებები გაქვთ კომპანიებისთვის საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით?
ჩვენ შეგვიძლია თემატური და სასურველი ზომის, ფორმის და არომატის საპნებისა და სანთლების დამზადება. სხვადასხვა სასაჩუქრე შეფუთვით.
როგორ დაგიკავშირდნენ?
ტელ: 579330777
Instagram: marsesihandmade