შემოგვიერთდით

ნინო როხვაძე _ გაიცანით ,,Network-ის” წევრი

HR hub – ის სამუშაო სივრცე არის  Network-ში და ჩვენ ამ დიდი ოჯახის წევრი ვართ. აქ ვგეგმავთ ღონისძიებებს, ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს.

რა თქმა უნდა გვყავს უამრავი მეზობელი, რომელიც გვინდა თქვენც გაგაცნოთ.

სწორედ ამიტომ, ყოველთვე შემოგთავაზებთ რუბრიკას ,,გაიცანი Network-ის წევრები”. მაშ ასე, ჩვენი რუბრიკის სტუმარია ნინო როხვაძე .

HR hub: რამდენი ხანია რაც ,,ნეთვორქის“ წევრი ხართ?

2023 წლის აგვისტოში შემოვუერთდით ,,ნეთვორქს”, ადგილს, სადაც ყოველდღე ხედავ, თუ როგორ ვითარდება საქართველო.

HR hub: “ნეთვორქი“ რომ ადამიანი იყოს, როგორ დაახასიათებდით?

თუ ასეთი მეტამორფოზულია კითხვა, მაშინ, ნეთვორქი – ახალი საქართველოა!

HR hub: მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ

იურიდიული კომპანია “როხვაძე და პარტნიორები” დაფუძნდა 2018 წელს.  ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ტექნოლოგიური კომპანიების იურიდიული მხარდაჭერა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვფლობთ პორტფელს 50-ზე მეტი მსხვილი IT კომპანიის სახით, რომლებსაც გააჩნიათ მუდმივი მოთხოვნა ინოვაციურ და ნოვატორულ სამართლებრივ ხედვაში, რაც ახასიათებს ჩვენს კომპანიას. 6 წლის მანძილზე ჩამოგვიყვალიბდა აქტუალური ხედვა/მონახაზი, თუ როგორ უნდა წყდებოდეს და ფორმირდებოდეს იურიდიული ნაწილი, როცა ეს ეხება მაღალტექნოლოგიურ პროდუქტების შემუშავებასა და დანერგვას.

HR hub: რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა იურიდიული პირების სტრუქტურების და რთული ჯაჭვების გენერირება, სარეგულაციო შესაბამისობაში მოყვანა, სახელშეკრულებო ურთიერთობის რეგულირება უცხოური ელემენტის ჩათვლით. ინოვაციური ციფრული და ბლოკჩეინ პროექტების (პლატფორმების) თანხვედრა.

HR hub: როგორ ფიქრობთ წარმატებისთვის გამართლებაც საჭიროა თუ მხოლოდ შრომის შედეგია?

აქ მარტივი ფორმულაა: ცხრა ათიდან არის შრომა, და ერთი – გამართლება.

HR hub: როდის მიხვდით, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდით?

ზოგადად, იურისტებს ნაკლებად გვახასიათებს ეგზისტენციუალურ საკითხებზე დაფიქრება, თუ ეს საქმეს არ სჭირდება.  იურისპრუდენცია სქოლასტიკის და რიტორიკის ადგილი არ არის, აქ სწორი და სტრატეგიული ხედვაა საჭირო, რისკების განსაზღვრა და მათი აღმოფხვრის წინასწარი სცენარი. ამ კითხვაზე არ არსებობს ზუსტი პასუხი.

Network – ის შესახებ:

ნეთვორქი არის საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც გთავაზობთ შეხვედრების, კონფერენციის ოთახებს, ბოქს ოფისებსა და საერთო სამუშაო სივრცეს. ,,ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ მომხმარებლებმა არა მხოლოდ სამუშაო სივრცით ისარგებლონ, არამედ გაიცნონ ერთმანეთი და მომავალში საინტერესო კოლაბორაციები შექმნან. მსგავსი გარემოს შესაქმნელად ხშირად გვაქვს ივენთები და ვორქშოფები, რათა დავეხმაროთ ჩვენს წევრებს ერთმანეთი უკეთ გაიცნონ” – აცხადებენ ,,ნეთვორქში”.

მის: ჭავჭავაძის 33ე
☎️+995 505 555 885
📧 info@networkspace.ge