შემოგვიერთდით

HR Lofty – HR პროფესიონალებით დაკომპლექტებული აუთსორს კომპანია

რამდენიმე ხნის წინ, ქართულ ბაზარზე HR პროფესიონალებით დაკომპლექტებული აუთსორს კომპანია HR Lofty გამოჩნდა. ჩვენ კომპანიის დამფუძნებლებს, მეგი შეყილაძესა და სოფო იობაძეს მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე  ვესაუბრეთ. გთავაზობთ მათთან ინტერვიუს.

HR hub: მეგი როგორი ემოცია/გამოცდილებაა, როდესაც HR მენეჯმენტში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ საკუთარი HR აუთსორსინგ კომპანია შექმენით?

ეს ის კომპანიაა, რომელიც იდეაში დიდი ხანია არსებობს, რადგან მე და სოფომ სულ ვიცოდით, რომ ერთ დღესაც ჩვენი გამოცდილება რაღაც საკუთარში და თავისუფალში მოიყრიდა თავს და როცა პროფესიული სიმწიფე მოვიდა, HR Lofty-ც დაიბადა.

გვიხარია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, ბევრ ორგანიზაციას შეგვიძლია დავეხმაროთ HR პროცესების სწორად მართვაში.

HR hub: მოგვიყევით HR Lofty – ის შესახებ, რა შეთავაზებები გაქვთ კომპანიებისთვის?

კომპანია თითქმის ყველა სტანდარტულ HR მომსახურებას სთავაზობს ბაზარს, როგორიცაა:

  • რეკრუტინგი
  • ჰედჰანთინგი
  • ადმინისტრაციული
  • ტრენინგები თუ სხვა ტიპის სერვისები.

ყველა მიმართულებას ჰყავს თავის გუნდი, რომელიც დაკონტრაქტებულია ჩვენს კომპანიასთან, რადგან მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება ჩვენთვის პრიორიტეტია.

ჩვენ განსხვავებული და უნიკალური ოფერი გვაქვს სტარტაპ კომპანიებისთვისაც, რაც გამოიხატება მომსახურების ტარიფებში და ჩვენი ცოდნის და ხედვების უანგარო გაზიარებაში.

ყურადღებით ვადევნებთ თვალს ადგილობრივი და გლობალური ბაზრების დინამიკას და ყველა იდეა, რასაც ახორციელებს ლოფტი და მომავალშიც განახორციელებს სწორედ გააზრებული გამოწვევებიდან მოდის.

HR hub: როგორ გაჩნდა დასახელება HR Lofty და რას ნიშნავს ის?

Lofty პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმენა როგორც ამაღლებული. შესაბამისად, ასე დავლინკეთ და HR Lofty ნიშნავს  მაღალი სტანდარტის და ხარისხის მომსახურეობას, HR პროფესიონალებით დაკომპლექტებული აუთსორს კომპანიას. სწორედ აქედან გაჩნდა კომპანიის დასახელება.

HR hub: სოფო თქვენი კომპანიის ორგანიზებით, 21 მაისს, საქართველოს Top Employers Institute ეწვევა. მოგვიყევით ამ ღონისძიებაზე. რა არის მისი მიზანი, რატომ გადაწყვიტეთ და მომავალშიც თუ გეგმავთ ღონისძიებების ჩატარებას?

თუკი ადრე კომპანია არჩევდა ტალანტებს და პრიორიტეტში იყო მათი მოყვანა და არა შენარჩუნება, დღეს ბაზარზე ეს სურათი სრულიად შეცვლილია – კანდიდატები გვირჩევენ ჩვენ. ქართულ ბაზარზე კომპანიებთან მუშაობისას,  ბევრ პრობლემას წავაწყდით ამ მიმართულებით.

დამსაქმებლის ბრენდი არის იდენტობა, რომელსაც კომპანია გამოიყენებს თავის პოტენციურ დასაქმებულთან საკომუნიკაციოდ. აუცილებელია ეს იყოს ქმედით ნაბიჯებზე დაფუძნებული კამპანიები და ორგანიზაციული კულტურა; ასევე მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელმა შეძლოს თავის თავის იდენტიფიცირება დამსაქმებელ კომპანიასთან. კომპანიამ უნდა მოახერხოს და შექმნას ჯანსაღი მიჯაჭვულობა თავის თანამშრომელთან. 

შემდგომ დავფიქრდით, თუ რა შეიძლებოდა, ყოფილიყო უფრო მასშტაბური, რასაც შევთავაზებთ არა მხოლოდ პოტენციურ მომხმარებლებს, არამედ დამსაქმებლის ბრენდინგით დაინტერესებულ ადამიანებს, გადავწყვიტეთ, პირველად საქართველოში მოგვეწვია მსოფლიოში პრესტიჟული მასერტიფიცირებელი ინსტიტუტი- Top Employers Institute.  ისინი 21 მაისს გვეწვევიან და ივენთი ფაბრიკაში გაიმართება.

გვსურს, ვისარგებლოთ ამ ძალიან კარგი შესაძლებლობით და მათი საერთაშორისო გამოცდილება იყოს ნათელი მაგალითი კომპანიებისთვის, თუ როგორი სტრატეგიით მართონ დამსაქმებლის ბრენდინგი და როგორ მოიპოვონ ყველასთვის სასურველი “ტოპ დამსაქმებილის” სტატუსი.   ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ივენთმა დიდი დაინტერესება გამოიწვია და ათეულობით კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორიდან: თიბისი დაზღვევა, იუსტიციის სამინისტრო, სოკარი, არქი ფრომოუშენი, ბიოგრაფი, სეტანტა სპორტი, ვებიზი, მარკეტინგული სააგენტო ლემონსი, სენომი რითეილი და ა.შ.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ გარდა მოწვეული ინსტიტუტის წარმომადგენლებისა, ივენთის მონაწილეები იქნებიან ქართველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი  პროფესიონალები. მათ შორის: მედეა ტაბატაძე, თინათინ ბონი, საბა ჩიხლაძე, ნინო ბერუაშვილი და ა.შ. ღონისძიებას დაასრულებს საინტერესო პანელური დისკუსია და Q&A .

რმსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება, არ არის HR Lofty-ის მიმართულება, ვთვლით, რომ ის დიდ რესურსთან და დროსთანაა დაკავშირებული, რაც რთულია მიმდინარე HR პროექტების ფონზე.  თუმცა ჩვენ სიამოვნებით  ვიქნებით ჩართული ისეთ პროექტებში, რომელიც HR სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიება გაიმართება 21 მაისს, ფაბრიკაში.

სარეგისტრაციო ბმული https://shorturl.at/CLM29