შემოგვიერთდით

როგორ გვეხმარება ვამელანი სტრესის და უძილობის დროს?

ვაგრძელებთ ახალ რუბრიკას  ,,ჯანმრთელობა”,  სადაც გაგიზიარებთ საჭირო რჩევებს, მედიკამენტების შესახებ ინფორმაციებს და ვისაუბრებთ სტრესზე, რომელიც დიდი დოზით არის ჩვენს ცხოვრებაში.

ამჯერად ვისაუბრებთ ვამელანი შესახებ .

სტრესი ადამიანთა ცხოვრების თანმდევი მოვლენა გახდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურმი მოვლენებიდან გამომდინარე. ცხოვრების ტემპის აჩქარებამ და პროცესების გაციფრულებამ, სტრესის დონე კიდევ უფრო გაზარდა და ის შეეხო ადამიანების როგორც პირად, ისე სამსახურებრივ სივრცეს.

არ იფიქროთ, რომ სტრესი მხოლოდ ადამიანის სულიერი მდგომარეობაა და ორგანიზმისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს – თუკი სტრესი ძლიერია და დიდხანს გრძელდება, იგი შესაძლოა სხვადასხვა დაავადების მიზეზიც კი გახდეს. 

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ისწავლოთ სტრესის მართვა, რაც გულისხმობს: ვარჯიშს, სწორ კვებას, ძილის რეჟიმის მოწესრიგებას, სუფთა ჰაერზე სეირნობას, სტრესული სიტუაციებისთვის შეძლებისდაგვარად თავის არიდებას და ა.შ. ხოლო საჭიროების შემთხვევაში პროცესში დამამშვიდებელი საშუალებებიც ჩართეთ.

ასეთი საშუალებების არჩევანი დიდია. PSP-ს აფთიაქებში წარმოდგენილ მედიკამენტებს შორისაა — ვამელანი, კომბინირებული ფიტოპრეპარატი, რომელსაც გააჩნია დამამშვიდებელი, საძილე და სედაციური მოქმედება.

რისგან შედგება ვამელანი და რა თვისებები აქვს მის შედგენილობაში შემავალ სამკურნალო მცენარეებს? 

ვამელანი კომბინირებული ფიტოპრეპარატია, რომელიც გამოდის კაფსულების სახით. მის შედგენილობაში შედის სამკურნალო მცენარეების — ვალერიანის, პიტნის, ბარამბოს ექსტრაქტები. 

პრეპარატი დამატებით შეიცავს: სოის ლეციტინს, ფუტკრის ცვილს, ქოქოსის ზეთს, პალმის ზეთსა და სოიოს ზეთს.

ვალერიანის ესქტრაქტი, სედაციური თვისებებიდან გამომდინარე, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, აღადგენს ნორმალურ ძილს და გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება.

პიტნის ექსტრაქტი, თავისი სპაზმოლიზური მოქმედების გამო, მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, ასევე ნაღველმდენი და კარმინაციული მოქმედებების გამო, ეფექტიანია უძილობის დროს.

ვამელანში შემავალი ბარამბოს ეთერზეთები ხსნის ტკივილსა და კრუნჩხვებს. ამ თვისების გამო, ბარამბო ფართოდ გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. გარდა ამისა, ბარამბოს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება და ხელს უწყობს მადის მომატებას. 

რა შემთხვევაში ინიშნება ვამელანი?

ვამელანი, როგორც დამამშვიდებელი პრეპარატი, ინიშნება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორებიცაა:

  • სტრესი; 
  • ნერვული გადაძაბვა;
  • მომატებული ნერვული აგზნებადობა;
  • გაღიზიანებადობა;
  • ნევროზები (ნევრასთენია, დეპრესიული ნევროზი);
  • შფოთვა;
  • ძილის დარღვევები, უძილობა.

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ვამელანის მიღებას დავიწყებთ?

ვამელანის მიღება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ხოლო ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.

პრეპარატი არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს, ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს: ალერგიული რეაქციები, სისუსტე, ყაბზობა (ხანგრძლივი მიღებისას).

პაციენტებმა, რომელსაც გასტროეზოფაგური რეფლუქსია აქვთ, თავი უნდა აარიდონ ვამელანის მიღებას, რადგან პიტნის შემცველი პრეპარატები აძლიერებენ გულძმარვას. ვამელანი ასევე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, ვისაც ნაღველ-კენჭოვანი დაავადება და ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების სხვა დაავადებები აქვთ.

ვამელანით მკურნალობის პერიოდში არ მიიღოთ ალკოჰოლი, რადგან ალკოჰლი აძლიერებს პრეპარატის სედაციურ ეფექტს. ასევე აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა ისეთი პოტენციურად საშიში საქმიანობისას, რაც მომატებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს.

რა დოზებით უნდა მიიღოთ ვამელანი და რა შეიძლება მოჰყვეს დოზის გადაჭარბებას?

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ვამელანი ინიშნება 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში, ხოლო უძილობის დროს 1-2 კაფსული ძილის წინ 1-2 საათით ადრე.

პრეპარატი მიიღება საკვების მიღების მიუხედავად, წყლის მიყოლებით. 

ოპტიმალური ეფექტისთვის პრეპარატი უნდა მიიღოთ 14 დღის განმავლობაში. თუ 14 დღის განმავლობაში სიმპტომები არ მოიხსნა ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირებისას შესაძლოა აღინიშნოს: თავბრუსხვევა, გუგების გაფართოება, სპასტიური ტკივილი მუცლის არეში, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში. ასეთ დროს საკმარისია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპიის ჩატარება.