შემოგვიერთდით

5 სექტემბერს პირველად საქართველოში “თბილისი აუთლეტ ვილიჯში” Fashion Job Fest ჩატარდება

HR hubისა და რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯის ორგანიზებით, 5  სექტემბერს, 15:00 საათიდან – 20:00 საათამდე, Fashion Job Fest ჩატარდება. თბილისი აუთლეტ ვილიჯის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება მოდის ინდუსტრიის წამყვანი ბრენდები აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალზე  შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს და გახდეთ მათი გუნდის წევრები.

დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე: forms.ge

მსოფლიოს წამყვანი ბრენდების წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

რა ვაკანსიები დაგხვდებათ:

მაღაზიის მენეჯერი, ვიზუალური მერჩენდაიზერი, გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე ოპერატორი, Shuttle Attendant,  Information Desk Receptionist, მაღაზიის დიასახლისი, ბარისტა, მზარეული და სხვა.

რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?

  • გაიცნოთ პრემიუმ ბრენდები და მათი სამუშაო პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებლებს;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • დასაქმდეთ მოდის ინდუსტრიაში.

სად და როდის უნდა მოხვიდეთ?

ფესტივალი იწყება 15:00სთ-ზე.

  • თუ თქვენით მოხვალთ იხილეთ ლოკაცია: maps.app.goo.gl/in8UQYJEj78hRdATA
  • თუ გსურთ ჩვენი ტრანსპორტით სარგებლობა? ავტობუსი გავა სამგორის მეტროდან და რუსთავიდან აუთლეტ ვილიჯის მიმართულებით სხვადასხვა დროს. თქვენთვის სასურველი დროის მითითებას კი რეგისტრაციისას შეძლებთ.

26 სექტემბრიდან, თბილისი აუთლეტ ვილიჯი გახდება ადგილი, სადაც პრემიუმ ბრენდები, განსაკუთრებული ფასდაკლებები და ახალი შოპინგ კულტურა ერთმანეთს შეერწყმება. ესტუმრეთ დასაქმების ფეტსივალს და გამოიყენეთ შესაძლებლობა, გახდეთ ამ დიდი პროექტის ნაწილი.

რა არის Tbilisi Outlet Village?

თბილისი აუთლეტ ვილიჯი შოპინგის ახალი განზომილებაა, რომელიც თბილისის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე  მდებარეობს. მასშტაბური პროექტი წარმოადგენს პირველ აუთლეტს რეგიონში – სტილის, კულტურისა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის საოცარი ნაზავით.

აუთლეტ ვილიჯის მისიაა შოპინგის გამოცდილების ტრანსფორმაცია და ახალი ცხოვრების წესის დამკვიდრება ქალაქში, ქვეყანასა და რეგიონში.

თბილისი აუთლეტ ვილიჯის განსაკუთრებული დიზაინი თანამედროვე არქიტექტურულ ტენდენციებთან ერთად, ძველი თბილისის დეტალებით არის გამდიდრებული.

შემოგვიერთდით Fashion Job Fest – ზე და დასაქმდით მოდის ინდუსტრიაში!