HR hub–ის ორგანიზებით, 21 მაისს, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთელი 118 მე-3 პავილიონი ), 17:00-19:30 სთ-ზე “EXPO JOB – დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიები აქტიური ვაკანსიებით.
ღონისძიების განრიგი
- 17:00 -19:00 გასაუბრებები;
- 18:00 – 19:30 სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების” გრანდიოზულ შეკრებაზე.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.
თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო
რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?
- გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
- გაესაუბროთ დამსაქმებელს და კარიერის კონსულტანტებს;
- დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
- წარმატების კუთხეში, მოისმინოთ საინტერესო სპიკერების გამოსვლები დასაქმებაზე, კარიერასა და მომავლის პროფესიებზე;
- იპოვოთ სამსახური.
ფესტივალზე შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს.
სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.
“წარმატების სივრცეში” თქვენ მოისმენთ სპიკერების გამოსვლებს.
- მიიღებთ ინფორმაციას 2025 წლის მოთხოვნადი პროფესიების და უნარების შესახებ;
- მიიღებთ რეკომენდაციებს სამსახურის საძიებო სტრატეგიების შესახებ;
- მიიღებთ რეკომენდაციებს პროფესიული განვითარების შესახებ.
ვინ იქნებიან სპიკერები?
- 17:30 მაკა მახათაძე – IT academy step -ის დამფუძნებელი და დირექტორი
- თემა: მომავლის პროფესიები AI ერაშიმომავლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები ხელოვნურ ინტელექტთან (AI) და მანქანურ სწავლებასთან (ML) იქნება დაკავშირებული. როგორ ვიყოთ კონკურენტუნარიანი AI ხანაში?!
- 17:45 სოფო იობაძე – HR Lofty ის დამფუძნებელი
თემა: პერსონალური ბრენდის მნიშვნელობა ახალი სამსახურის დაწყების პროცესში
- 18:00 სოფო ბალავაძე – სელფი მობაილის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
თემა: წარმატების გადააზრება: რატომ აქვს ყველას თავისი გზა?!
რას ნიშნავს იყო წარმატებული? ეს არის პოზიცია, ხელფასი თუ სხვა რამ? ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად არის წარმატება პერსონალური და განსხვავებული ყველასთვის; თუ რატომ არის მნიშვნელოვანი წარმატების განსაზღვრა საკუთარი პირობებით, როგორ დასახოთ მიზნები, რომლებიც შეესაბამება თქვენს ღირებულებებს და რატომ შეიძლება დაგხიოთ უკან საკუთარი თავის სხვებთან შედარება.
- 18:15 ეკა ფრუიძე – PSP აკადემიის ხელმძღვანელი
თემა: განვითარება უწყვეტი პროცესია
კონპანიის პრიორიტეტია მუდმივად იზრუნოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. თანამშრომლებიც უწყვეტად უნდა ცდილობდნენ განვითარდენენ და შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები.
- 18:30 თამარ ხოსროშვილი – Porsche Centre Tbilisi • პორშე ცენტრი თბილისი მარკეტინგის ხემძღვანელი
თემა: გზა, რომელსაც არ აქვს რუკა
ყველა გზა უნიკალურია, ჩვენ არ გვაქვს სრულყოფილი რუკა, რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანს, მაგრამ შეგვიძლია გვქონდეს “კარგი კომპასი”: გამოცდილება, მაგალითები, შინაგანი ხმა და ღირებულებები, რომლებიც ჩვენს სვლას სწორ მიმართულებას აძლევს.
- 18:45 ანი ციცქიშვილი – ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგი/ პერსონალური ბრენდინგის კონსულტანტი
თემა: “შენ ხარ ბრენდი” – როგორ მუშაობს პერსონალური ბრენდი სამსახურში და პროფესიულ წრეებში
- 19:00 ანანო ციცვიძე – BDO – ს ბრენდის და მარკეტინგის ხელმძღვანელი
თემა: ყველაფერი ერთ წერტილში იკვეთება
სწორედ ამიტომ, ყოველი ნაბიჯი, ყოველი ისტორია, წარმატება თუ მარცხი, რასაც გზად ხვდები, აყალიბებს შენს პიროვნულ და პროფესიულ იდენტობას. ისინი გეხმარება სრულად გააცნობიერო შენი შესაძლებლობები და იპოვო საკუთარი, განსხვავებული ხედვა სამყაროს მიმართ – ხედვა, რომელიც მხოლოდ შენია.
გამოცდილება, რომელიც მარცხად აღიქვი, შეიძლება გახდეს შთაგონება, რომელიც ყველაზე დიდ ჰორიზონტებს გაგიშლის. არ ვიცი როდის, ზოგთან ადრე, ზოგთან გვიან, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ერთ წერტილში იკვეთება.
- 19:15 მარი ნებაძე – Self.HR Product Owner
თემა: კარიერა, რომელიც არ დამიგეგმავს
მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ!
დასაქმების ფეტსივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც მაღალი, ასევე საშუალო და დაბალი რგოლის ვაკანსიები.
მონაწილე კომპანიები:
- Grant Tjornton
- პალიტრა მედია
- ავტოტექნო
- სს “ევექსი”
- სს გეფა
- Wedys
- Dunkin
- Subway
- შპს ,,ნუტრიმაქსი”
- სს ნიკორა ტრეიდი
- შპს ,,თბილისი ენერჯი”
- Six Values
- LUKOIL GEORGIA
- პსპ ფარმა
- შპს “აპგეიმინგი”
- კარფური
- Midea Caucasus (შპს მაგნიუმ+)
- შპს გოლდ პაკი
- სასტუმრო Radisson RED
- Tbilisi Hegelmann Group
- შპს სამომხმარებლო მომსახურება – ორკინი საქართველო
- Evolution Georgia
- ss Hualing International Special Economic Zone კუთვნილი სასტუმრო ჰოტელს&პრეფერენსს ჰუალინგ თბილისი”
- ორი ნაბიჯი
- AMBER-STUDIOS.
მიმდინარეობს მონაწილე კომპანიების რეგისტრაციაც, რომლებიც ფესტივალზე წარმოადგენენ დამსაქმებლის ბრენდებს, ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს. თუ გსურთ თქვენი კომპანია შემოუერთდეს ,,დასაქმების ფესტივალს”, დაარეგისტრირეთ აქ: hrhub.ge/job-fest
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: Geosoft სასტუმრო ეპიზოდი და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK .
გელოდებით ყველას “დასაქმების ფესტივალზე” და გისურვებთ წარმატებებს!