HR hub და ,,Behavency”-მა პარტნიორები გახდნენ.
ამ პარტნიორობასა და “Behavency”-ის საქმიანობის შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს Behavency-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან თინათინ ბონთან. თინა არის HR პროფესიონალი, 25 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Geocell, PepsiCo, Adjara Group, Efes და გლობალური iGaming სექტორი.
HR hub: თინა, შეგიძლიათ გვიამბოთ, რეალურად რას აკეთებს Behavency გუნდებისა და HR-ისთვის?
მოხარულები ვართ გაცნობოთ, HRhub-ის და Behavency-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ!
საქართველოში HR გუნდები ხშირად აწყდებიან ორ პრაქტიკულ გამოწვევას:
- ადგილობრივ ენაზე ადამიანების განვითარების მაღალი ხარისხის პროგრამებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას;
- განსავითარებელი პროგრამების ნამდვილი ღირებულების წარმოჩენის სირთულეს- მენეჯმენტის წინაშე.
ჩვენი ერთობლივი მიზანია: განვითარება გავხადოთ უფრო გასაგები, ეფექტიანი და მარტივად დასაბუთებადი, რომლის განხორციელებასაც HRhub-ის ადგილობრივი ექსპერტიზისა და Behavency-ის სრულფასოვანი, ერთიანი მიდგომის კოლაბორაციით ვგეგმავთ. აქვე შემოგთავაზებთ მოკლე ინტერვიუს Behavency-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, სადაც საუბარია ბიჰეივენსის მეთოდოლოგიის კომპლექსურ მიდგომასა და HR-ის პრაქტიკულ საქმიანობაში მის რეალურ ღირებულებაზე.
ბიჰეივენსის მეთოდოლოგია ახდენს გუნდის შეფასებას მთლიანობაში და აერთიანებს შეფასების და განვითარების ინსტრუმენტებს, რომლებიც აუმჯობესებს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ უნარებს.
Behavency-ის არსი გუნდების უკეთ მუშაობაშია.
წარმოიდგინეთ ფეხბურთის გუნდი: შეიძლება საუკეთესო მოთამაშეები გყავდეთ, მაგრამ თუ ერთმანეთს არ ენდობიან, არ თამაშობენ გუნდურად და პასს არ აძლევენ – ვერ მოიგებენ. ზუსტად იგივე ხდება კომპანიებშიც.
ჩვენ HR-სა და ლიდერებს ვეხმარებით დაინახონ, როგორ მუშაობს გუნდი რეალურად ყოველდღიურ რეჟიმში როგორ ურთიერთობენ ადამიანები, როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს და როგორ აგვარებენ პრობლემებს და ამ ხედვას ვაქცევთ რეალურ ქმედებად ტრენინგების, ინსტრუმენტებისა და შემდგომი მხარდაჭერის მეშვეობით, რომელიც მართლაც მუშაობს. მიზანი მარტივია: ადამიანებმა შეიძინონ წარმატებისთვის საჭირო უნარები, დარჩნენ ჩართულები პროცესში და საბოლოოდ გუნდმა უკეთესი შედეგები აჩვენოს.
HR hub: რამ გიბიძგათ Behavency-ის შექმნისკენ?
ბოლო 25 წლის განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა ქვეყანაში HR მიმართულებით. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ერთი და იგივე სურათი მეორდებოდა. კომპანიები დიდ თანხებს ხარჯავდნენ ტრენინგებში, ინსტრუმენტებსა და მოდელებში, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ რეალურად ცოტა რამ იცვლებოდა. ადამიანები ახალ უნარებს სწავლობდნენ, თუმცა ყოველდღიური ქცევები იგივე რჩებოდა და იგივე პრობლემები იჩენდა თავს. მივხვდი, რომ ბარიერი ცოდნა ან ორგანიზაციის შიდაგაანაწესი (ჩარჩო) კი არა, არამედ ადამიანების ქცევა იყო. სწორედ ამიტომ შევქმენით Behavency, რომ გუნდებს დავეხმაროთ თეორიული ცოდნიდან რეალურ მოქმედებაზე გადასვლაში.
HR hub: რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის? რა არის რეალური სარგებელი?
როცა გუნდები კარგად მუშაობენ ერთად, ეს მაშინვე იგრძნობა. გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღება, შეცდომები ნაკლებია და ადამიანები აღარ ხარჯავენ დროს თავიდან ასაცილებელი პრობლემების გამოსწორებაზე. მენეჯერებისთვის ეს ნიშნავს ნაკლებ „ხანძრის ჩაქრობას“. HR-ისა და გუნდის ლიდერებისთვის – ნაკლებ კონფლიქტს და მეტ ენერგიას მნიშვნელოვან სამუშაოზე.
რა თქმა უნდა, არსებობს გაზომვადი შედეგებიც: უფრო მაღალი პროდუქტიულობა, ნაკლები გადინება, მომხმარებლის უკეთესი მომსახურება. თუმცა ჩემთვის ყველაზე დიდი ROI არის ის, რომ გუნდები რეალურად იყენებენ ნასწავლ უნარებს, უფრო შეუფერხებლად მუშაობენ ერთად და ყოველდღიურად აღწევენ რეალურ შედეგებს.
HR hub: რა არის Behavency-ის ყველაზე დიდი უპირატესობა HR-ისთვის?
HR-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სხვადასხვა ინსტრუმენტებსა და მომწოდებლებს შორის ბალანსის დაცვაა და შემდეგ იმის გარკვევა, შეიცვალა თუ არა რამე რეალურად. Behavency ამ ყველაფერს ერთ სივრცეში აერთიანებს: შეფასება, ჩართულობა, ტრენინგი, ინსტრუმენტები და შედეგების გაზომვა.
HR-ს შეუძლია გამოიყენოს სრული სისტემა ან მხოლოდ ერთი ეტაპი – იმის მიხედვით, რაც კონკრეტულ მომენტში სჭირდება. სისტემა მოქნილია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შედეგი მკაფიოდ ჩანს, დამატებითი ინსტრუმენტების დევნისა და ფრაგმენტული გადაწყვეტილებების გარეშე.
HR hub: როგორ მუშაობს Behavency მრავალენოვან გუნდებთან?
პლატფორმა თავდაპირველად ინგლისურ ენაზე შევქმენით, შემდეგ კი სხვა ენებიც დავამატეთ, რათა უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო. საქართველოდანაც მივიღეთ მოთხოვნა ადგილობრივ ენაზე, ამიტომ ეს შესაძლებლობაც დავნერგეთ. ახლა გუნდებს შეუძლიათ Behavency გამოიყენონ იმ ენაზე, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობენ – რაც ზრდის ჩართულობას და პროცესიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებას.
HR hub: დასასრულისთვის, თუ ერთ ზოგად რჩევას მისცემდი გუნდების გაუმჯობესების თემაზე, რა იქნებოდა ეს?
ჩემი მთავარი რჩევა იქნება ფოკუსირება იმაზე, რაც გუნდს რეალურად სჭირდება, და არა იმაზე, რაც „ტრენდულია“ ან მარტივად „შესასრულებელი“. დააკვირდით, როგორ მუშაობენ ადამიანები ყოველდღიურად, სად არის ნამდვილი ხარვეზები, და შემდეგ შეარჩიეთ ინსტრუმენტები რომლებიც ამ საჭიროებებს პასუხობს. სწორედ ამ დროს რეალურად მუშაობს სწავლა და განვითარება, და გუნდიც მნიშვნელოვნად ვითარდება.

