27 მაისს HR hub – ის 2017-2018 წწ სეზონის რიგით მეოთხე ღონისძიება კახეთში შატო “ნელქარისში” გაიმართა.
HR hub-ის ღონისძიებაზე აღმოვაჩინეთ ახალი ულამაზესი ადგილი და თან ინოვაციურ HR ამბებზე ვისაუბრეთ. ჰაბათნ ერთად კიდევ ერთი ულამაზესი და დაუვიწყარი დღე შედგა.
HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა ეს ღონისძიება განსაკუთრებული იყო. ამაზე მეტყველებს ის სიურპრიზები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა.
მოწვეული მენტორები იყვნენ:
- ირაკლი კილასონია: კომპანია Pedersen & Partners – ის კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. თემა: როგორ მოვიძიოთ ტალანტები
-
ზურა ორაგველიძე: ევროკავშირის პროექტის Skills4jobs კონსულტანტითემა: შშმ პირთა დასაქმებასთან დაკავშირებული სტიგმა და სტერეოტპიები
HR hub – საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ადგილი.
HR hub – ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.
წინ კიდევ ბევრი საინტრესეო ღონისძება გველოდება!