HR hub-ის ორგანიზებით, 7 მაისს, მოსავალი ივენთ ჰოლში, ქვეყნის მთავარი HR მოვლენა, HR ბიზნეს სამიტი 2026 ჩატარდება. ღონისძიება 12:30 საათზე დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.
ღონისძიების წარმდგენია სადაზღვევო კომპანია ვაიზერი, ვერცხლის სპონსორია Bemor, პარტნიორები არიან: Flutter Central & Eastern Europe, Solvit, Telnet. HR VS CEO დებატებს წარმოგიდგენთ Upgaming.
9 წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიება წელსაც გამორჩეული იქნება და ბევრ სიახლეს გპირდებათ.
ღონისძიების წარმდგენია სადაზღვევო კომპანია ვაიზერი, ვერცხლის სპონსორია Bemor, პარტნიორები არიან: Flutter Central & Eastern Europe, Solvit, Telnet. HR VS CEO დებატებს წარმოგიდგენთ Upgaming.
დეტალური განრიგი, HR Host-ები, თემები. აირჩიეთ სასურველი მაგიდა: https://shorturl.at/0GoE0
მაგიდები დანომრილია და სად დასხდეთ არჩევთ თქვენ იმის მიხედვით თუ რომელი თემა და სპიკერი გაინტერესებთ HR ნადიმზე: https://shorturl.at/0GoE0
განრიგი
- 12:00 რეგისტრაცია
- 12:30 –14:00 ღონისძიების გახსნა და სპიკერები: სანდრო ჯეჯელავა, ირაკლი ჩომახაშვილი, თეონა ცირამუა
- 14:00 – 14:35 HR VS CEO დებატები მთავარ სცენაზე
- 14:35 – 17:05 HR ნადიმი HR მასპინძლებით წამყვანი პაატა პაპავა
- 16:00-17:10 ვორქშოპები (ეზოში და მეორე სართულზე)
- 17:05 – 18:05 სპიკერები: ლადო კილასონია, Dave Turner, იაკო ჯიქია, ცირა კემულარია
- 18:25 – 18:45 გათამაშება
- 18:45 – ,,ვაიზერის“ After Party – მებო ნუცუბიძის ბენდი
ვორქშოპები
მეორე სართული
16:00 ვაიზერი დაზღვევა – გამბედაობის ოთახი
16:00 Flowmaster – საკონფერენციო
16:30 Flutter Central & Eastern Europe – საკონფერენციო
16:30 ვაიზერი დაზღვევა – გამბედაობის ოთახი
16:30 Grant Thornton Georgia – საკონფერენციო
ეზოში
16:00 Catalyst Teambuilding Georgia
წელს გამორჩეული და მრავალფეროვანი ვორქშოპები გელოდებათ. “ვილა მოსავალი ივენთ ჰოლში” დაგხვდებათ შესაბამისი მანიშნებლები, რომლებიც მიგასწავლით ზუსტად სად ჩატარდება თითოეული ვორქშოპი.

ვორქშოპებს წარმოგიდგენთ:
- ვაიზერი დაზღვევა – გეპატიჟებათ გამბედაობის ოთახში. თუ გსურთ საკუთრი თავის გამოცდა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მაშინ უნდა გაბედო და მოხვიდე ჩვენთან. „შენი გამბედაობა ცვლის სამყაროს“. შეამოწმეთ თქვენი გამბედაობის ხარისხი და მიიღეთ დაუვიწყარი და მხიარული გამოცდილება „ვაიზერთან“ ერთად.
- Flutter Central & Eastern Europe – თანამედროვე სამყაროში სწორი ტალანტების მოზიდვა და შენარჩუნება კომპანიებისთვის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. ეს მრავალეტაპიანი პროცესია, რომელშიც გადამწყვეტ როლს ავთენტური და მიმზიდველი დამსაქმებლის ბრენდის ფორმირება და მისი განვითარება ასრულებს. ვორქშოფის მიზანია, დეტალურად მიმოვიხილოთ დამსაქმებლის ბრენდის შემუშავების სტრატეგიული ნაბიჯები და ის პრაქტიკული გადაწყვეტები, რომელსაც ის ტალანტების მართვის გზაზე გვთავაზობს.
სპიკერები: ნატა ზანდუკელი – Senior Talent Acquisition Officer და მარიამ ფარნიშვილი – People Experience Officer
ხანგრძლივობა: 40 წთ
- Catalyst Teambuilding Georgia – ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებს შევთავაზებთ რამდენიმე პრაქტიკულ თიმბილდინგ აქტივობას. პროცესში დეტალურად განვიხილავთ, როგორ უნდა დაიგეგმოს თიმბილდინგი კონკრეტული მიზნების მიხედვით, როგორ განისაზღვროს სასურველი შედეგები და როგორ შეირჩეს შესაბამისი ფორმატი.ვორქშოპი დაეხმარება მონაწილეებს სწორად ჩამოაყალიბონ მოლოდინები, განსაზღვრონ სასურველი შედეგები და ეფექტურად მოარგონ თიმბილდინგის პროგრამა მათი გუნდის საჭიროებებს.
სპიკერი: Dave Turner – Catalyst Global, Head of Partner Engagement
- Flowmaster – Design Your AI Learning System – შენი კომპანიის სწავლების ახალი სტანდარტი” აღწერა: დღევანდელ სწრაფად ცვლად გარემოში, HR გუნდებისთვის შიდა სასწავლო სისტემების (LMS) განვითარება ხშირად დიდ რესურსთან და დროსთან არის დაკავშირებული. ეს ვორქშოპი მიზნად ისახავს დაანახოს მონაწილეებს, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ამ პროცესის ტრანსფორმაცია. ჩვენ პრაქტიკულად გავივლით გზას იდეიდან მზა სასწავლო მოდულამდე, რაც სწავლებას არა მხოლოდ ამარტივებს, არამედ თანამშრომლებისთვის ბევრად უფრო ინტერაქტიულსა და საინტერესოს ხდის. საორგანიზაციო დეტალები: ხანგრძლივობა: 30 წუთი. მონაწილეთა რაოდენობა: 15
- Grant Thornton Georgia – „კანონიერია თუ არა?“ რეალური/აქტუალური ქეისები Payroll & შრომის სამართლის ექსპერტებისგან ინტერაქტიული ტრივია-თამაში, სადაც მონაწილეები რეალურ, აქტუალურ სამუშაო სიტუაციებს აფასებენ — რამდენად შეესაბამება შრომით კანონმდებლობასა და ფეიროლის პრაქტიკას. შრომის სამართლის სპეციალისტი — განმარტავს სამართლებრივ ჩარჩოს, რისკებსა და ინტერპრეტაციებს ფეიროლის სპეციალისტი — განმარტავს პროცესებს, პრაქტიკულ მხარეს და გავრცელებულ შეცდომებს.
სპიკერები: ნათია მჟავანაძე – სახელფასო ადმინისტრირების სერვისის ხელმძღვანელი და მარი დანელია – უფროსი იურისტი
-
Sand Play Teambuilding – გუნდური დინამიკის დიაგნოსტიკა და მოდელირება
ის, რაც ზედაპირზე პრობლემად ჩანს, ხშირად მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ნამდვილი გამოწვევები გუნდის შიდა, ფარულ დინამიკაში იმალება. გსურთ გაიგოთ, რა ხდება ზედაპირს მიღმა? ვორქშოპზე ქვიშისა და ფიგურების გამოყენებით, აღმოაჩენთ გუნდის უხილავ რესურსებს და შექმენით გარემოს, სადაც სირთულეები კონფლიქტებისა და დემოტივაციის ნაცვლად, ზრდის შესაძლებლობად იქცევა.
სპიკერი: ნათია მამრიკიშვილი – ქვიშით თერაპიისა და პიროვნული განვითარების ცენტრის დამფუძნებელი.
- From Space – თექის ნამუშევრების ვორქშოფი, სადაც შეძლებთ საკუთარი ხელით შექმნათ თექის ფერიები. თექაზე მუშაობა არის თერაპია მისთვის, ვისაც უყვარს შემოქმედება და ინდივიდუალიზმი. თითოეული ნამუშრვარი იქნება თქვენი შინაგანი სამყაროსა და ფანტაზიის გამოძახილი. გამოცდილება არ არის საჭირო, მხოლოდ სურვილი, შექმნათ და ისიამოვნოთ პროცესით.


