მისო კრისტალი Yes-Georgia-ს პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს “ყველაზე ეფექტური სტაჟირების დიზაინი”, რომელიც ხელს უწყობს როგორც კომპანიის ამოცანების შესრულებას, ასევე ახალგაზრდების მიერ პრაქტიკული ცოდნის მიღებას, რომელიც ზრდის მათი დასაქმების შესაძლელობას.
განაცხადის (მაქსიმუმ 2 გვერდი) წარდგენის ბოლო ვადაა 14 ივლისი, 14:00 საათი.
განაცხადში მიუთითეთ:
- კომპანიის დასახელება
- წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაცია
- სტაჟირების მეთოდოლოგია (მიზნები, შინაარსი, სტრუქტურა, დრო)
- სტაჟირების მოსალოდნელი შედეგები
- ახალგაზრდებისთვის და კომპანიისთვის რით არის უნიკალური სტაჟირების აღნიშნული პროგრამა.
გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია წარმოადგინოთ მომავალში განსახორციელებელი სტაჟირების დიზაინი, თუმცა შეფასებისას გარკვეული უპირატესობა (10% დამატებითი ქულა) მიენიჭება იმ კომპანიის განაცხადებს, რომელსაც უკვე განხორციელებული აქვს წარმოდგენილი სტაჟირების პროგრამა.
გამარჯვებული კომპანია დაჯილდოვდება 2 დღიანი საგზურით ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში“ 2 კაცზე.
გთხოვთ განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ni.mamaiashvili@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!