HR hub – მა გადაწყვიტა, გამოარჩიოს წარმატებული HR გუნდები და მათ შესახებ მოუყვეს საზოგადოებას! ამიტომ შევქმენით რუბრიკა: “ჩვენი HR გუნდი”.
ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, გავიცნოთ კომპანიების/ორგანიზაციების HR გუნდების ყველა წევრი, ხოლო, მეორე მხრივ, კოლეგებსა და დანარჩენ საზოგადოებას გავაცნოთ წარმატებული, საინტერესოდ მოაზროვნე პროფესიონალები!
წარმოგიდგენთ პალიტრა ჯგუფის HR გუნდსა და კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ნინო ფეიქრიშვილის ინტერვიუს.
HR hub: მოგვიყევით “პალიტრა ჯგუფის” შესახებ
პალიტრა ჯგუფი აერთიანებს 23 შვილობილ კომპანიას, რომელიც 6 განსხვავებული ინდუსტრიას მოიცავს : განათლება; გამომცემლობა, მედია, წარმოება, ელ-კომერცია და წიგნების მაღაზიათ ქსელი. პალიტრა ჯგუფის პროფესიონალთა გუნდი 1 900-ზე მეტი თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის.
HR hub: რამდენი თანამშრომელია თქვენს კომპანიაში?
პალიტრა ჯგუფს 1980 თანმშრომელი ჰყავს.
HR hub: ადამიანური რესურსების სამსახური, გუნდი შედგება:
შერჩევის მიმართულება, დამსაქმებლის ბრენდის განვითარება, ტრენინგი და თანამშრომელთა განვითარება, კომპენსაციები, და ბენეფიტები, HR ადმინისტრირება.
HR hub: გაგვაცანით თქვენი HR გუნდი
- ნინო მარეხაშვილი – hr ბრენდინგის და შიდა კომუნიკაციის მენეჯერი;
- სალომე გოძელანძე – პერსონალის შერჩევის სამსახურის ხელმძღვანელი;
- თინათინ გვრიტიშვილი- პესონალის ადმინისტრირების სამსახურის ხელმძღვანელი;
- ზურაბ კიკნაძე- პერსონალის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი;
- მარიამ ლოცულაშვილი – პერსონალის შერჩევის სპეციალისტი;
- ინგა სიჭინავა- ბიბლუსის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
- მარიამ გიორგაძე – ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი;
- გვანცა კუჭავა- ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი;
- ელენე მთიულიშვილი – ადამიანური რესურესების მართვის სპეციალისტი;
- რუსუდან ტეფნაძე – ადამიანური რესურესების მართვის სპეციალისტი;
HR hub: კომპანიის ფასეულობები, ღირებულებები და თანამშრომლების მართვის უნიკალური კულტურა, რაც გუნდში გაქვთ.
ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი გუნდურობაა, რომელიც ნებისმიერი პროექტის წარმატებით განხორციელებაში გვეხმარება. სიახლეები და კრეატიული მიდგომა საქმისადმი გვეხმარება ვიყოთ ინოვატორები.
HR hub: თქვნი HR გუნდის მთავარი მიღწევა(ები)/პროექტი(ბი), რომელითაც ამაყობთ
ჩვენ არაერთი პროექტით ვამაყობთ,
- “ისწავლე და იმუშავე”. ამ პროექტით “პალიტრა ჯგუფი” აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს რომ დაესწრონ გამოცდილი პრაქტიკოსი მენეჯერების და მოწვეული ტრენერების ტრენინგებს, ტრენინგების შემდეგ კი მათ საშუალება აქვთ “პალიტრა ჯგუფის” სხვადასხვა დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და შემდგომ დასაქმდნენ.
- “მომავალ მენეჯერთა აკადემიის” პროექტი, რომელიც არის 3 თვიანი პროგრამა პალიტრა ჯგუფის თანამშრომლებისთვის, პროექტის ფარგლებშიც აკადემიაში ჩარიცხული სტუდენტები გაივლიან მენეჯმენტის ინტენსიურ კურსს და გადამზადდებიან მომავალ მენეჯერებად. ამ პროექტის საშუალებით აღმოვაჩენთ ტალანტებს და ვზრუნავთმათ განვიტარებაზე , რათა მივცეთ კარიერული წინსვლის საშუალება.
- რაც შეეხება სახალისო პროექტებს შეგვიძლია გამოვყოთ “შეიყვარე ორშაბათის კამპანია”, რომელმაც ძალიან პოზიტიური შეფასებები გამოიწვია. კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: www.ambebi.ge
HR hub: რატომ არის გამორჩეული თქვენი HR გუნდი ?
იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანს გვიყვარს საქმე რომელსაც ვაკეთებთ.
HR hub: თუ გაქვთ რაიმე ტრადიცია გუნდის წევრების მიღების ან გაცილების დროს ? მოგვიყევით
გუნდის ახალ წევრების ვმასპინძლობთ საორიენტაციო პროგრამაზე “გამარჯობა პალიტრა”, სადაც hr გუნდი ხვდება ჰოლდინგის მასშტაბით აყვანილ ახალ თანამშრომლებს არაფორმალურ გარემოში, ვუმასპინძლდებით ტკბილეულით და გვაქვს სახალისო თანამშები და კომპანიის გაცნობითი პრეზენტაცია.
HR hub: როგორ აღნიშნავთ წარმატებას?
ჩვენს თოთოეულ წარმატებას ყოველთვის გუნდურად აღვნიშნავთ.
HR hub: თანამშრომლბის შერჩევისა და განვითარების რა პრაქტიკა, მიდგომები გაქვთ დანერგილი?
თანამშრომელთა შერჩევა ხდება ინოვაციური მეთოდებით. ვიდეო ვაკანსიებით ხდება ვაკანსიების განთავსება სოციალურ ქსელში , გარდა ამისა ვიყენებთ ტრადციულ მიდომებს ინდივიდუალური გასაუბრება, ჯგუფური გასაუბრება და ტესტირება. HR დეპარტამენტი აერთიანებს პერსონალის განთვიათარების სამსახურს , რომელიც კურირიებს პალიტრის შიდა ტრენინგ ცენტრს და ზრუნავს თანამშრომლების განთარებაზე.