HR სფეროში საქართველოში მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალის www.hrhub.ge – ის რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია თინათინ ბონი – ჯეოსელის ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის განყოფილების დირექტორი. თინათინი მუშაობდა PepsiCo International – სა და EFES – ში. ის არის სერტიფიცირებული ტრენერი (PepsiCo certified trainer of “First Time Manager” and “Coaching Manager” programs). თინათინი HR hub – ის ღონისძიების მენტორიც გახლდათ და წარმოადგინა “ჯეოსელის” საინტერესო ქეისი “დამსაქმებლის ბრენდინგის” თემაზე. გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს თინათინ ბონთან.
- ჩემი პირველი სამსახური იყო სასტუმროს ადმინისტრატორი
- გასაუბრება, რომელიც ყველაზე ცუდათ მახსენდება იყო, როდესაც ფინანსურმა დირექტორმა ”სალფეტკზე” დამიწერა ტექსტი რუსულად და მიბრძანა, რომ მეთარგმნა. ეგრევე ავდექი და წამოვედი.
- ჯეოსელში მუშაობის დაწყების პირველ დღეს ვიფიქრე, რომ საუკეთესო სამსახური მაქვს.
- თანამშრომლის სამსახურში მიღების დროს, ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ მის კეთილგანწყობას და მონდომებულობას.
- იმისათვის, რომ გასაუბრებაზე შთაბეჭდილება მოახდინო, საჭიროა იყო უშუალო და მომღიმარი, და იცოდე შენი საქმე.
- რჩევა, რომელსაც მივცემდი ჯეოსელში მუშაობის დაწყების მსურველს თვალყური ადევნონ https://web.facebook.com/geocell.jobs
- როცა თანამშრომელზე გაბრაზებული ვარ ვმშვიდდები და შემდგომ ვუხსნი რამ გამოიწვია ჩემი ბრაზი. ყველაზე რთულია გადაწყვეტილების მიღება, როცა ადამიანის ბედს წყვეტ.
- საქმიანობაში დაშვებული შეცდომა, რომელსაც ვნანობ ყველაფერი გამოცდილებაა, არაფერს ვნანობ.
- როცა ჩემი გუნდი წარმატებას აღწევს …. ჩვენ მივდივართ დასალევად.
- ადამიანს ყველაზე დიდ მოტივაციას უქმნის …. დაფასება.
- სამი თვისება, რომელიც აუცილებელია HR მენეჯერისთვის…. ლიდერობა, გადაწყვეტილების მიღება, ემპათია.
- საქართველოში ადამიანური რესურსების მიმართულებით პროფესიონალად მივიჩნევ… ბევრ ჩემს მეგობარს. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დასაქმების კუთხით საქართველოში არის… შეუსაბამო ამბიცია.
- რომ არა HR, ვიმუშავებდი…. მეტ დროს დავუთმობდი წერას.