დაფუძნებიდან დღემდე თიბისი ბანკს 7000 თანამშრომელი ჰყავს. ბანკის ისტორია კი ორმა ქართველმა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყო.
„ჩვენს გუნდს ეს იდეა ამოძრავებს – საქართველო იმაზე უკეთესი ქვეყანა უნდა გახდეს, ვიდრე დღეს არის. ეს იმდენად დიდი მიზანია, რომ რაღაც თვალსაზრისით მიუღწეველიცაა, რადგან ქვეყნის განვითარება მუდმივი პროცესია და მას არ შეიძლება ჰქონდეს დასასრული“ – მამუკა ხაზარაძე
ბანკის სათაო ოფისი განლაგებულია მარჯანიშვილის ქუჩაზე, №7-ში.
თიბისი ბანკი 2017 წლის საუკეთესო ბანკი გახდა საქართველოში. ეს სტატუსი ბანკს მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა „The Banker” მიანიჭა.
წყარო: https://www.facebook.com/tbcbank/