შემოგვიერთდით

“გახდი გაყიდვების სუპერგმირი” – პალიტრა მედია ჰოლდინგის რეკრუტინგული კამპანია დაიწყო

18 დეკემბრიდან “პალიტრა მედია ჰოლდინგმა” დაიწყო ახალი რეკრუტინგული კამპანია კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის პერსონალის შესარჩევად.  ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, ბიზნეს ლიტერატურის მკითხველი იღბლიანი წიგნის მფლობელი გახდება.
„ჩვენ ვეძებთ გაყიდვების სუპერ გმირს“ ასე ჟღერს კამპანიის სლოგანი, რომელიც ტალანტებს გაყიდვების სფეროში საინტერესო დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს.
პალიტრა მედია ჰოლდინგის ორგანიზებით ლურჯი ოკეანის სერიის ბესტსელერ წიგნებში საინტერესო ვაკანსიის შესახებ ამ სფეროთი დაინტერესებულ პროფესიონალებს და დამწყებებს, ვისაც სჯერა რომ ის გაყიდვების სუპერ ძალას ფლობს, შესაძლებლობა ექნება გახდებს ჩვენი დიდი გუნდის წევრი.

მაშ ასე, აღამოაჩინეთ თქვენი იღბლიანი წიგნი: 

1. ბრაიან თრეისის – შეჭამე ბაყაყი
2. ბრაიან თრეისის – აკოცე ბაყაყს
3. გოლდსმით&რაიტერის – ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება
4. ელ რაისი&ჯეკ ტრაუტის – მარკეტინგული ომები
5. ბრაიან თრეისის -გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი
6. ტომ ჰოპკინსის – გაყიდვები მარტივად
7. ბრაიან თრეისის – მიზნები

“რამოდენიმე თვის წინ ერთ-ერთ შეხვედრაზე ისაუბრეს ინოვაციულ რეკრუინგულ კამპანიებზე, მანამდეც ბევრი მქონდა ამ მიმართულებით წაკითხული, თუმცა სწორედ ამ შეხვედრის მერე დავიწყე ფიქრი იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა საქართველოში გაგვეკეთებინა ანალოგიური საინტერესო კამპანია. ისეთი კამპანია რომელიც ზუსტად იმ სეგმენტზე გავიდოდა რომელიც გაყიდვების სფეროთია დაინტერესებული და ფიქრობს ამ მიმათულების კარიერულ განვითარებას.
“გახდი გაყიდვების სუპერგმირი” ამ სლოგანით დავიწყეთ ახალი რეკრუტინგული კამპანია კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის პერსონალის შესარჩევად.
18 დეკემბრიდან, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, “ლურჯი ოკეანის სერიის” ბიზნეს ლიტერატურის შეძენისას ჩვენი მკითხველი თავის იღბლიან წიგნს იპოვის, რომელიც საშუალებას მისცემს კარიერაში ახალი ნაბიჯები გადადგას.” – ნინო ფეიქრიშვილი, პალიტრა მედია ჰოლდინგის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი.

წყარო: Palitra.Jobs