ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show-ს მეშვეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC ემ ბი სი-იმ, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის, კომპანიის ფინანსური მრჩევლის პოზიციაზე ილიაუნის ბიზნესის სკოლა / Iliauni Business School-ის სტუდენტი გიორგი იმერლიშვილი შეარჩია.
შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ გენერალურმა დირექტორმა ბატონმა გია პეტრიაშვილმა, საკონსულტაციო კომპანია THE STREAM – ის დირექტორმა, HR კონსულტანტმა მარინა კუჭუხიძემ და ლევან სურგულაძემ, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ.
კანდიდატებს დაუსვეს შემდეგი სახის შეკითხვები:
- წარადგინეთ საკუთარი თავი …
- როგორც თქვენთვის ცნობილია ზოგ თვეში არის 30 დღე, ზოგში 31. რამდენ თვეშია 28 დღე თქვენი აზრით?
- რამდენ დროს ფლანგავთ უქმად და თუ შეაფასებთ რამდენი ფული გაქვთ გაფლანგული თუ საათი 10 ლარია?
- თქვენი ყველაზე დიდი წარმატება არის …
- 1000 დოლარი შეგიძლიათ ასესხოთ ამერიკის მთავრობს და შეგიძლიათ მასესხოთ მე. საპროცენტო განაკვეთი არის 2% ან 36%. მე რამდენ პროცენტად მომცემდით სესხს, ამერიკის მთავრობას რამდენად და რატომ?
გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ პოზიციისთვის გამოცდილებამ და კომუნიკაციურმა უნარებმა.
წყარო: https://www.facebook.com/mbc.com.ge/; ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show