შემოგვიერთდით

ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, ჯგუფური გასაუბრება – “შენ რას იზამდი?”

ჯეოსელის ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, ვიდეორგოლი, რომელსაც ამ დროისთვის 5,9 ათასი მოწონება და 3087 გაზიარება აქვს სოციაურ ქსელში.

რა გავლენას ახდენს ჯგუფის აზრი ინდივიდის შეხედულებაზე, არის თუ არა კონფორმიზმი საფრთხე? და საერთოდ რა ხდება ვიდეორგოლში?

ვიდეორგოლში  „ჯგუფურ გასაუბრებაზე“ მისული ხუთი ადამიანიდან ერთი ცდისპირია, რომელზეც დანარჩენი 4 ადამიანი გავლენის მოხდენას ცდილობს, რის შედეგადაც, დაუჯერებლად არალოგიკურად პასუხობს კითხვებს.

„ჯეოსელის“ ექსპერიმენტი სოლომონ აშის კლასიკური სოციალურ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის წარმატებული, სახეცვლილი გამეორებაა, თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, აქ ცდისპირს აქვს გასაუბრების წარმატებით გავლისა და კეთილგანწყობის დამსახურების მოტივაცია. აქ მონაწილეების 75% ერთხელ მაინც პასუხობს კითხვას არასწორად.

კონფორმიზმის ტესტი

შენ რას იზამდი? ?

Posted by Geocell – ჯეოსელი on Mittwoch, 27. Dezember 2017