შემოგვიერთდით

“ნიკორას” აქციონერების გადაწყვეტილებით თანამშრომლებს აქციები გადაეცემათ

2018 წელს “ნიკორა” მე-20 საიუბილეო წელს აღნიშნავს.

ამ თარიღთან დაკავშირებით კომპანიის აქციონერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა თანამშრომელს გადასცენ საკუთარი აქცია და ამ სახით გამოხატონ მადლიერება თითოეული თანამშრომლის მიმართ მათ მიერ კომპანის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

აქციის ყველა მფლობელი კომპანიის ერთი რანგის პარტნიორი ხდება.

“ერთი ინტერესი, საერთო საქმის უფრო მეტი ძალისხმევით კეთება და ერთი საერთო მიზანი კიდევ მეტად გააერთიანებს გუნდს, რომელიც კომპანიის მთავარი საყრდენია” – აცხადებენ კომპანიაში.

“ნიკორაში” 5000-მდე ადამიანია დასაქმებული.