შემოგვიერთდით

შეფ-კონდიტერი დავით ყურაშვილი: “მივხვდი, რომ ეს ჩემი მომავალი იყო”

დაახლოებით 11 წლის წინ საცხობ „ბისკვიტში“ დავიწყე მუშაობა.

ეს გახდა ჩემი მომავლის განმსაზღვრელი, სწორედ აქ გამოვცადე საკონდიტრო საქმე და მივხვდი, რომ ეს ჩემი მომავალი იყო. მაკარუნების კეთება ცნობილ შეფ ვალენტინო შტეფანიოსგან ვისწავლე, შოკოლადის შექმნის ხელოვნებასაც პირველად აქ დავეუფლე.
2010 წელს პარიზში დავესწრი მსოფლიო ჩემპიონატს საკონდიტრო ხელოვნებაში, რომელშიც მონაწილეობა 2012 წელს მივიღე და საპრიზო მე-8 ადგილი დავიკავე. ამ ჩემპიონატისთვის ცნობილმა შეფმა პატრიკ კაზულამ მომამზადა. მუშაობის პარალელურად ვასწავლიდი კოლეჯ „იკაროსში“, შემდეგ ყაზახეთში გავემგზავრე, ფრანგული საკონდიტრო გავხსენით. წელიწადნახევარი ვიმუშავე. დღეს აქ ვარ, შოკოლადების შექმნით და საკონდიტრო საქმიანობით ვარ დაკავებული.
შოკოლადი ჩემთვის ინსპირაციაა, შოკოლადის დამზადება ის საქმეა, რასაც დიდი დაკვირვებითა და სიყვარულით ვაკეთებ“ – შოკოლატერეა არტიზანის მთავარი შეფ-კონდიტერი დავით ყურაშვილი.
შეგრძნებებისიუველირი

წყარო: Chocolaterie Artisan • შოკოლატერია არტიზანი