Webpage.fx-მა გამოაქვეყნა ინფო-გრაფიკები, სადაც ნაჩვენებია რა გავლენას ახდენს მუსიკა შრომის ნაყოფიერებაზე და გვთავაზობს რჩევებს, როგორ მუსიკას უნდა მოვუსმინოთ სამუშაო განწყობის ასამაღლებლად.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თანამშრომლების 61%-ს სამუშაო ადგილზე მუსიკის მოსმენა უფრო ბედნიერს და პროდუქტიულს ხდის. 90% – უკეთესად მუშაობს, 88% კი, უფრო ყურადღებით ასრულებს სამუშაოს.
მუსიკის ჟანრის გავლენა
გამოკითხულთა 92%-ს ატმოსფერული მუსიკა მონაცემების სიზუსტით შევსებაში ეხმარება.
58%-ს პოპ მუსიკა მონაცემებთან სწრაფად მუშაობაში უწყობს ხელს;
20% ფიქრობს, რომ საცეკვაო მუსიკა ტექსტის დეტალურად წაკითხვის უნარს აუმჯობესებს;
14% მიაჩნია, რომ პოპ მუსიკა ამცირებს შეცდომების დაშვებას;
12% თვლის, რომ კლასიკური მუსიკა სამუშაოს ზედმიწევნით შესრულებას ეხმარება
მუსიკა და ბიზნესი
მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელების 77%-ს სჯერა, რომ მუსიკა ზრდის თანამშრომლების სამუშაო დისციპლინას.
65%-ს სჯერა, რომ მუსიკა ზრდის თანამშრომლების პროდუქტიულობას;
40%-ს კი სჯერა, რომ მუსიკის მოსმენა გაყიდვების მაჩვენებელს ზრდის.
რატომ უყვარს ხალხს მუსიკა ?
მუსიკა ააქტიურებს ნივთიერება დოპამინს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებში. დოპამინი მონაწილეობს შემეცნებით უნარში, სწავლაში.
დოპამინის ფუნქციები:
- მონაწილეობს შემეცნებით უნარში, სწავლაში;
- ყურადღება;
- მახსოვრობა;
- ენის გაგება;
- პრობლემების გადაწყვეტა;
- გადაწყვეტილებების მიღება;
- მოტივაცია;
- დასჯა და ჯილდო;
- პროლაქტინის ინჰიბირება (პროლაქტინი იწვევს ლაქტაცია, სექსუალურ დაკმაყოფილებას);
- მოქმედებს ძილზე;
- განწყობაზე;
სტიმულანტები: კოკაინი, ამფეტამინები მოქმედებენ დოპამინის სისტემაზე და იწვევენ მათი რაოდენობის მომატებას.
რა სარგებლობა მოაქვს მუსიკას ჯანმრთელობისთვის:
- ამცირებს სტრესს და შიშს
- ამცირებს ტკივილს
- აუმჯობესებს იმუნურ სისტემას
- აუმჯობესებს მეხსიერებას
- ზრდის მოტივაციას