შემოგვიერთდით

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის ტენდერი გამოცხადდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება.

სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებასა და სამოქალაქო უსაფრთხოების, ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის ტენდერი გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სატენდერო წინადადებების წარდგენა 23 თებერვალს დაიწყება.

სატენდერო პირობები კი შემდეგია:

  • რთი თანამშრომლის ყოველთვიურ დაზღვევაზე სავარაუდოდ 54 ლარია გამოყოფილი;
  • სამედიცინო დაზღვევით ისარგებლებს სააგენტოს 4200 თანამშრომლი;
  • პრეტენდენტ სადაზღვევო კომპანიებს ქვეყნის მასშტაბით არანაკლებ 140 პროვაიდერი კლინიკა უნდა ჰყავდეთ;
  • ასევე ოჯახის ექიმების საკმარისი რაოდენობა, თუმცა საქართველოს მასშტაბით არანაკლებ 100 ექიმი.