ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა რაოდენობრივი კვლევა ბიზნესის სკოლის 2016 წლის კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებლებთან დაკავშირებით.
შედეგები კი შემდეგნაირად გამოიყურება:
- 2016 წლის კურსდამთავრებულთა 80% სწავლის დასრულებიდან 1 წლის მანძილზე დასაქმდა;
- განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათგან 63% საკუთარი პროფესიით მუშაობს;
- პროფესიით დასაქმებულთა მაჩვენებელი 2015 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის 10%-ით არის გაუმჯობესებული.