HR სფეროში საქართველოში მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალის www.hrhub.ge – ის რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია მედეა ტაბატაძე – “ინსორსის” დამფუძნებელი და დირექტორი.
მედეას აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სხვადასხვა წამყვან კომპანიებში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება. იგი არის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და პროფესიონალი HR კონსულტანტი. მედეა ტაბატაძე HR hub – ის პირველი ღონისძიების მენტორიც გახლდათ. გთავაზობთ მასთან ბლიც ინტერვიუს.
HR hub: დაახასიათეთ საკუთარი თავი 3 სიტყვით: ინტერესიანი, მიზანდასახული, განვითარებაზე ორიენტირებული
HR hub: ჩემი პირველი გასაუბრება იყო – “კინოს სახლში”, ასისტენტის პოზიციაზე, რეჟისორებთან და პროდიუსერებთან.
HR hub: ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობა გადავწყვიტე, რადგან … თიბისი ბანკს ჰქონდა HR მენეჯერის ვაკანსია და თიბისიში მუშაობის დაწყება ძალიან მინდოდა
HR hub: კარგი უფროსი ხარ მაშინ, როცა – საკუთარი გუნდის წევრებს ისე განავითარებ, რჩევაზე მიაკითხავ და რჩევას მიიღებ.
HR hub: თანამშრომლის შერჩევისას ყველაზე მთავარია – მსგავსი ღირებულებები და ინტერესები.
HR hub: გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვუჯერებ – ფაქტებს, სხვებისა და ჩემს გამოცდილებას.
HR hub: ის რითიც ვამაყობ არის… – კომპანია და ხალხი, ვისთან ერთადაც ვაკეთებთ კარგ საქმეებს.
HR hub: საქართველოში, დასაქმების მიმართულებით ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია…- მონაცემების ფაქტიურად არ არსებობა დასაქმების ბაზრის, მოთხოვნადი და მზარდად მოთხოვნადი პროფესიების შესახებ, რომლის არქონაც არასწორ მოლოდინებს აჩენს სამუშაოს მაძიებლებისა და კომპანიების მხრიდან.
HR hub: შეცდომა, რომელსაც სამუშაოს მაძიებელი ყველაზე ხშირად უშვებს არის – გააზრებული მიზნების არქონა საკუთარ კარიერასთან დაკავშირებით.
HR hub: კანონში ცვლილების შეტანის უფლება, რომ მქონდეს – დავამატებდი დაქირავების წესს, განვითარებისთვის კომპანიისა და თანამშრომლის ვალდებულებებს, ადამიანური რესურსით გამოწვეული რისკების პრევენციასა და მართვასაც.