შემოგვიერთდით

პრემიერ-მინისტრმა კახეთში ახალი სასტუმრო გახსნა – შეიქმნა ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნა, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს.

„დღეს ძალიან სასიხარულო დღეა. ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კახეთს შეემატა აბსოლუტურად თანამედროვე ინფრასტრუქტურით გაწყობილი ულამაზესი სასტუმრო – „ახაშენი ღვინის კურორტი“. ამ სასტუმროში 7 მილიონ 500 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ერთობლივად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ – პროგრამა – „აწარმოე საქართველოში“, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პროგრამისა და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით. ამ პარტნიორობით შეიქმნა ეს ულამაზესი სასტუმრო-კომპლექსი, დედამიწის ამ ულამაზეს ადგილას, ალაზნის ველის და ფაფრის მინდვრების მიკრო-ზონაში, ულამაზესი ხედით კავკასიონის მთებზე.

მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციის შედეგად შეიქმნა ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი, მაგრამ გვერდითი ეფექტები ამ ინვესტიციებისა გაცილებით უფრო დიდია,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტის“ გახსნაზე განაცხადა, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება უშუალოდ კახეთის რეგიონის სამომავლო განვითარებაზე გაამახვილა.

Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, DCFTA -სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა.

სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.

ამასთან, „ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს,

8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას.