HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.
HR hub-ის ღონისძიება 29 მარტს 19:00სთ-ზე სასტუმრო Best Western Tbilisi Art Hotel– ში გაიმართა.
HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა. ღონისძიების პირველი ნაწილის მენტორი იყო ნინო ჯაფარიძე.
მენტორის შესახებ:
2017 იანვარი – დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა, მორალური მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის სამმართველოს მორალური განყოფილების მთავარი სპეციალისტია. ამავდროულად, ნინო ჯაფარიძე ექსპერტი და ლექტორია.
თემა: კონფლიქტური სიტუაციების რეგულირება, ორგანიზაციის მართვის კონტექსტში
შეხვედრის განმავლობაში განვიხილეთ კონფლიქტური სიტუაციები და მისი მოგვარების გზები, ორგანიზაციის მართვის კონტექსტში.
ვისაუბრეთ კონფლიქტური სიტუაციების ჩამოყალიბების მიზეზებზე – როგორც ინდივიდუალურ, ასევე ორგანიზაციულ დონეზე; კონფლიქტური სიტუაციების პრევენციის და მოგვარების ხერხებზე; ორგანიზაციული განვითარების ხედვის არსებობის მნიშვნელობაზე .
განვიხილეთ განსხვავებულ პერსპერქტივებსა და აღქმებთან დაკავშირებულ ასპექტებს, ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დამოკიდებულებების და პოზიციების მნიშვნელობას კონფლიქტური სიტუაციებისა და ადამიანური კაპიტალის რაციონალურად მართვის პროცესში.
ღონისძიების მეორე ნაწილში საქართვლოს ბანკის HR გუნდმა გამართა პანელ დისკუსია და ქეისების პრეზენტაცია სასწავლო პროგრამებისა და პლატფორმების განვთარების მიმართულებით.
ნატო ბერიძე -საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის დირექტორი (პანელ-დისკუსია 30 წუთი);
თინა ბალავაძე – სასწავლო პროგრამების მიმართულების დირექტორი (15 წუთი ქეისების წარმოდგენა)
თათია ჟღენტი – პლატფორმების განვთარების სამსახურის უფროსი (15 წუთი – ქეისების წარმოდგენა)
თემა: ტრანსფორმაციული სასწავლო კულტურა, სასწავლო პლატფორმის განვითარება – პრეზენტაცია.
პანელური დისკუსიის მოდერატორი გახლდათ ზურა მაისურაძე.
HR hub-ის შესახებ
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრი HR პროფესიონალები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ HR hub-ის წევრებისთვის. თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ: https://goo.gl/gHsRxu
წინ კიდევ ბევრი საინტრესეო ღონისძება გველოდება!
HR hub-ის მხარდამჭერია “რეგუსი“.
მედია პარტნიორია რადიო იმედი.