შემოგვიერთდით

„თბილისის პარკინგში“ მუშაობას „სითი პარკის“ 102 თანამშრომელი გააგრძელებს

თავიდან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ პროცესს, თუმცა თქვენ უკვე ხედავთ, რომ სატრანსპორტო კომპანიას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ პარკირების სისტემის მენეჯმენტი სათანადოდ განახორციელოს.

პირობას გაძლევთ, რომ ეს ადამიანები ჩვენს ქალაქს საუკეთესოდ მოემსახურებიან და დაამყარებენ წესრიგს.

ამისთვის ყველანაირი მზაობა არსებობს და კომპანია ტექნოლოგიურადაც შესაბამისად არის აღჭურვილი. მინდა მათ წარმატებები და, ზოგადად, პარკირების თვალსაზრისით ქალაქში წესრიგი ვუსურვო. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ქალაქის მასშტაბით, რაც პარკირების სისტემის მოწესრიგებას და მიწისქვეშა პარკინგების მოწყობასაც გულისხმობს. მუშაობა უკვე დაწყებულია და ჩვენ ამ პრობლემას უახლოეს მომავლში მოვაგვარებთ.

თუ როგორი იქნება პარკირების გადასახადი მომდევნო წლების განმავლობაში, იქნება ეს ზონალური თუ საათობრივი, ამ ხედვას და კონცეფციას ჩვენ უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ, როგორც ნაწილს იმ სატრანსპორტო პოლიტიკისა, რომლის ცვლილებებიც დაანონსებული გვაქვს. რაც შეეხება ჯარიმების გამოწერას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს მუნიციპალური სამსახურის დაქვემდებარებაში, იმიტომ რომ ევროპული მაგალითებიც რომ ავიღოთ, წამყვან ქალაქებში არსად არ არის კერძო სტრუქტურა, ვინც აჯარიმებს მოქალაქეებს. დაჯარიმების ნაწილი მერიის სტრუქტურის დაქვემდებარებაში უნდა იყოს. ჯარიმები პირდაპირ არ უნდა იყოს მიბმული ბიზნესზე, როგორც იყო სითი პარკის შემთხვევაში.

„თბილისის პარკინგში“ მუშაობას „სითი პარკის“ 102 თანამშრომელი გააგრძელებს. პარკირების ბარათების შეძენა შეასძლებელი იქნება როგორც პარკირების ახალი ვებ-გვერდის, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით. – ნათქვამია ქალაქის მერის ოფიციაურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.