შემოგვიერთდით

პალიტრა მედია ჰოლდინგის მეგობრობის 23 წლიანი ისტორია

1995 წლის 18 აპრილს ქართულ მედიასივრცეში ახალი გაზეთი „კვირის პალიტრა“ გამოჩნდა – გაზეთი, რომელმაც უშიშრად დაიწყო მიუკერძოებელი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება.

მკითხველმა ის პირველივე ნომრიდან შეიყვარა და ენდო, სწორედ ამ აღიარებამ აქცია ის ქართული პრესის ლიდერად.

დღეს კი „პალიტრამედია ჰოლდინგი“ 6 მსხვილ ინდუსტრიას აერთიანებს: მედიას, გამომცემლობას, განათლებას, წარმოებას, ელექტრონულ კომერციას და წიგნის მაღაზიათა ქსელს. დაარსებიდან 23 წლის თავზე, ჰოლდინგის შემადგენლობაში 23 შვილობილი კომპანიაა.

პალიტრა მედია ჰოლდინგი 23 წლისაა. პალიტრა მედია ჰოლდინგის დაბადების დღე ლამაზი ღონიძიებით აღინიშნა.