შემოგვიერთდით

HR ბიზნეს სამიტის პირველი პანელური დისკუსიის მონაწილეები ცნობილია

31 მაისს, ტექნოპარკში, HR hub-ის ორგანიზებით, წლის მთავარი HR ღონისძიება HR ბიზნეს სამიტი გაიმართება. 

მხოლოდ ერთი დღე, ყველა HR მენეჯერი, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი და დაკავშირებული კომპანია ერთ სივრცეში შეხვდება ერთმანეთს. თქვენ გელოდებათ: 14 სპიკერი, 2 პანელ დისკუსია და გამოფენაში მონაწილე HR სერვის კომპანიები.

წარმოგიდგენთ  პირველი პანელის მონაწილეებს:

  • ზურაბ ლალაზაშვილი – BDO – მმართველი პარტნიორი
  • პაატა ღაძაძე – TBC ბანკი – გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე
  • პაველ სმალინსკი – Telia Company Executive Consultant/Ex Ceo of Geocell
  • გივი გიორგაძე – Imedi L – გენერალური დირექტორი
  • ვალერი ჩეხერია – Adjara Group – გენერალური დირექტორი

პანელურ დისკუსიაში განხილული იქნება HR მენეჯერებსა და კომპანიის დირექტორებს შორის არსებული ყველაზე აქტუალური საკითხები. როგორიცაა:

  • რა სურს CEO-ს HR-ისგან ?
  • როგორ ზომავს CEO HR-ის საქმიანობის შედეგებს ?
  • ქართული და უცხოური მენეჯმენტის თავისებურებები და სხვა.

შეგახსენებეთ ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და მისი შეძენა 25 მაისამდე tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

ღონისძიების გენერალური სპონსორია აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO.

მხარდამჭერები არიანალდაგირეგუსიპეპსიკოFood Management Groupმეღვინეობა ხარებანატახტარიანემონელურჯი ოკეანეპალიტრა მედია ჰოლდინგი.

მედია პარტნიორები: HRhub.geipnbpnambebi.ge და რადიო იმედი.