31 მაისს, საქართველოში პირველად HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება. აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO იყო პირველი კომპანია, რომელმაც მხარი დაუჭირა ღონისძიებას და გენერალური სპონსორი გახდა.
ბიდიო საქართველო – 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მომხმარებლებს სთავაზობს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს. ბიდიოს საქართველოში ლიდერი, მე-3 პოზიცია უკავია წამყვან აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
ბიდიოს პროფესიონალების გუნდი ინოვაციური მიდგომებით ეხმარებიან კლიენტებს მათი ბიზნესის ზრდა-განვითარებაში, სამუშაო პროცესების დახვეწასა და შესაძლო რისკების გამოვლენაში.
HR hub ესაუბრა BDO-ს მმართველ პარტნიორ ზურაბ ლალაზაშვილს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
HR hub: ბატონო ზურა, BDO იყო პირველი კომპანია, რომელმაც HR ბიზნესის სამიტის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა. რატომ დაინტერსდით ამ ღონისძიებით ?
ადამიანური რესურსები ჩვენი ტიპის ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი სფეროა. პროფესიული სერვისები სწორად შერჩეული, საიმედო ადამიანების გარეშე წარმოუდგნელია იმ ხარისხის იყოს, რისი ამბიციაც გვაქვს. შესაბამისად, ვთვლით, რომ ზედმიწევნით კარგად გვესმის HR-ის მნიშნველობა და გავლენა ბიზნესზე, ყველა ასპექტში. იქნება ეს ადამიანური რესურსების შერჩევის, მართვის, განვითარებისა თუ სხვა რელევანტური თემა.
აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებებით მრავალფეროვანი და საინტერესო სერვისები და პროგრამული პროდუქტები გვაქვს. HR hub-ის მიერ ორგანიზებული HR ბიზნეს სამიტი სფეროს პროფესიონალებისთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობაა და ვთვლით, რომ საინტერესო შეხვედრა გველის საინტერესო ხალხთან.
HR hub: რამდენად შეუწყობს ხელს HR ბიზნეს სამიტი საქართველოში HR სფეროს განვითარებას ?
სამიტზე საინტერესო სპიკერები იკრიბებიან, განსახილველი თემები მრავალფეროვანი, რელევანტური და აქტუალურია, ასე რომ ასეთი ტიპის ნეთვორქინგი საუკეთესო საშუალებაა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. რა თქმა უნდა ღონისძიების შედეგებზე კარგ პროგნოზებს ვაკეთებთ და HR სფეროს განვითარებაში უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
HR hub: რა სერვისებს სთავაზობს BDO HR სფეროში მოღვაწე ადამიანებს ?
ბიდიოს ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის მიმართულება დაინტერესებულ მხარეებს უკვე მესამე წელია სპეციალიზებულ მომსახურებას სთავაზობს ადამიანური რესურსებისა და სახელფასო ადმინისტრირების კუთხით. ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულება, ბიდიო სოლუშენსი სთავაზობს სხვადასხვა კომპლექსურობის პროგრამულ პროდუქტებს, რომელთა მორგება კონკრეტულ ბიზნეს პროცესებზე მარტივი და ინდივიდუალურია. ბიდიო აკადემიაში კი HR სფეროთი დაინტერესებული მსმენელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და მრავალ მოდულიანი სასწავლო კურსი ტარდება გამოცდილ პრაქტიკოს სპეციალისტებთან ერთად.
HR hub: ადამიანური რესურსების როლი დღითიდღე იზრდება და უკვე ბევრ კომპანიაში HR მუშაობს, როგორც ბიზნეს პარტნიორი. რა როლი უჭირავს HR-ს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თქვენს კომპანიაში ?
ჩვენი ტიპის ორგანიზაციაში HR ფუნქცია ნამდვილად სტრატეგიული მნიშვნელობის ერთეულია და უშუალოდ მონაწილეობს ბიზნესის დაგეგმვაში. HR ზრუნავს თანამშრომელთა კომპეტენციების, მოტივაციისა და პროდუქტიულობის სისტემის მუშაობაზე, მართავს ტალანტებს და ცოდნის ცენტრებს ორგანიზაციაში, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის საქმიანობის შედეგებზე აისახება. HR-ს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ცვლილებების მართვაში ორგანიზაციის შიგნით, რადგან ის ერთგვარი ხიდის როლს ასრულებს ორგანიზაციის სხვადასხვა ერთეულებს შორის იმგვარად, რომ უზრუნველყოს ეფექტური და მოქნილი გარდამავალი პროცესები.
HR hub: თქვენი აზრით, რა აძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას თანამშრომლებს ?
მოტივაცია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციისთვის ინდივიდუალური თემაა, გარემოს, საქმიანობის, თანამშრომელთა ფსიქოტიპის გათვალისწინებით და ეს ბუნებრივია.
ბიდიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა მოტივაციის თვალსაზრისით პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს ენიჭება. მთავარი ისაა, რომ ორგანიზაციის მმართველობამ სწორად შეაფასოს და მოუსმინოს თავის ხალხს, რომ მათზე ყველაზე მეტად მორგებული და საინტერესო სისტემა შეიმუშავოს. ბიდიოში ამ თემას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ყოველდღიურ რეჟიმში სამუშაო გუნდში მენეჯერებს მნიშნვნელოვანი როლი აქვთ თანამშრომლებთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე.
HR hub: რას ურჩევდით HR მენეჯერებს ხელმძღვანელთან ურთიერთობის დროს. რა უნდა გაითვალისწინონ ?
HR მენეჯერმა ხელმძღვანელთან ურთიერთობისას ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იყოს მოქნილი და ეფექტური, რომ HR ფუნქციას ყოველთვის შეეძლოს თავისი საქმიანობის შეუფერხებელი წარმართვა.
შეგახსენებთ HR ბიზნეს სამიტზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია: tkt.ge