„ნიკორა ტრეიდის“ HR გუნდში საქართველოს მაშტაბით 19 ადამიანი ვართ
პროფესიონალი, კრეატიული, დინამიკური
ჩვენ ზოგადად ხშირად ვესწრებით HR ჰაბის ღონისძიებებს, როგორც ინფორმაციის გაცვლის და პროფესიული update-ის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას, სადაც იზიარებ და უზიარებ გამოცდილებას, ეცნობი ახალ კოლეგებს, სვამ კითხვებს და ისმენ პასუხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან, რაც ძალიან მიშვნელოვანია პროფესიული ზრდისთვის და განვითარებისთვის; სამიტზეც სწორედ იგივე მიზეზით გადავწყვიტეთ დასწრება, რომელიც მასშტაბით უფრო დიდია და სპიკერებიც და თემებიც მეტად მრავალფეროვანი.
HR hub: რას ელით ღონისძიებისგან?
ინსპირაციებს, იდეებს, სასარგებლო ინფორმაციას და საინტერესო ადამიანებს
ღონისძიების გენერალური სპონსორია აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO.
მხარდამჭერები არიან: ალდაგი, რეგუსი, პეპსიკო, Food Management Group, მეღვინეობა ხარება, ნატახტარი, ანემონე, ლურჯი ოკეანე, პალიტრა მედია ჰოლდინგი.
მედია პარტნიორები: HRhub.ge, ipn, bpn, ambebi.ge და რადიო იმედი.