31 მაისს HR hub-ის ორგანიზებით, ტექნოპარკში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი BDO–ს მხარდაჭერით ჩატარდა. პირველად საქართველოში, 14 სპიკერი, 2 პანელ დისკუსია და გამოფენაში მონაწილე HR სერვის კომპანიები ერთ სივრცეში იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერებმა ყველაზე აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. ღონისძიებას 300-ზე მეტი ადამიანური რესურსების მენეჯერი და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი დაესწრო.
შემოსვლისთანავე, თქვენს ყურადღებას მიიპყრობდა ,,ანემონეს” მიერ მოწყობილი ულამაზესი მწვანე კუთხე, რომელიც HR ბიზნეს სამიტის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა.
გამოფენის ნაწილში, თქვენ შეხვდებოდით შემდეგ კომპანიებს: BDO, ალდაგი, Food Management Group, პეპსიკო, Airswift, Regus, PKF და Smart HR. მათ HR მენეჯერებისთვის საინტერესო სერვისები წარმოადგინეს.
HR ბიზნეს სამიტი BDO აკადემიის HR ტრენინგ პროგრამის ხელმძღვანელმა ია წულაიამ გახსნა. მან თანამშრომლების მოტივაციაზე ისაუბრა. მას შემდეგ, რაც აუდიტორიამ 7 სპიკერის გამოსვლა მოისმინა, დაიწყო პანელ დისკუსიები.
პირველ პანელურ დისკუსიაში წარმოდგენილი იყვნენ ისეთი კომპანიის ხელმძღვანელები, როგორიცაა BDO, თიბისი ბანკი, იმედი L და ჯეოსელი.
მეორე პანელ დისკუსია კი, პროფესიულ განათლებას დაეთმო. პანელ დისკუსიებს უძღვებოდა ,,თავისუფალი სტუდიის” დამფუძნებელი ზურაბ მაისურაძე. ორივე პანელში საუბარი საკმაოდ აქტუალურ თემებს შეეხო.
HR ბიზნეს სამიტზე წარმოდგენილი იყო ,,ლურჯი ოკეანის” ბიზნეს ლიტერატურა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წიგნები შეეძინათ. ღონისძიების მთავარ დარბაზში თქვენ შეხვდებოდით მწვანე ყუთს. მისი წარმომადგენელი ადგილზე აგიხსნიდათ როგორ შეიძლება თქვენს ოფისში დადგათ ეს ყუთი, რომელიც მაკულატურისთვისაა განკუთვნილი და რა სერვისებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
სამიტის ბოლოს, ცნობილი გახდა მე-14 სპიკერის ვინაობა, რომელიც გახლდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო საშტაბო კოლეჯის მეთაურის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ლეკვეიშვილი.
მან ისაუბრა ლიდერობის და მენეჯმენტის პრინციპებზე სამხედრო სფეროში, ასევე როგორ ახდენენ თანამშრომლების მოტივირებას.
ღონისძიების კულმინაცია იყო ბოლოს, როდესაც გიორგი ლეკვეიშვილმა დაასრულა თავის გამოსვლა და მოულოდნელად დარბაზში მრავალჟამიერი გაისმა. HR hub-მა გადაწყვიტა აღნიშნული სახით მიელოცა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე დამსწრე საზოგადოებისთვის.
ღონისძიების ბოლოს მოეწყო გათამაშება. დამსწრეთა სახელი და გვარები მოთავსებული იყო შესაბამის ყუთში. 5 მონაწილე ,,ლურჯი ოკეანის” მიერ დაწესებული წიგნების მფლობელი გახდა. 1 იღბლიანი კი, ქობულეთში სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa-ის ორ კაციანი საგზურით დაჯილდოვდა. პრიზი დააწესა კომპანია ალდაგმაც. მის მოსაპოვებლად საჭირო იყო onjob.ge-ზე დარეგისტრირება და ყველაზე მეტი კონტაქტის მოპოვება. გამარჯვებული 200 ლიტრი საწვავის მფლობელი გახდა.
სამიტის ყველა მონაწილემ, სხვა საჩუქრებთან ერთად, მიიღო ნატახტარის ლუდი, რომელსაც სპეციალურ სტიკერზე, HR-თან დაკავშირებული სხვადასხვა სახალისო ფრაზა ეწერა.
HR ბიზნეს სამიტის ბოლოს, სტუმრებმა არაფორმალურ გარემოში გადაინაცვლეს. სადაც კლასიკური მუსიკის ფონზე Food Management Group-ის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძებისა და მეღვინეობა ხარების ღვინის დაგემოვნება იყო შესაძლებელი.
HR ბიზნეს სამიტის მიზანი ადამიანური რესურსების სფეროს განვითარება და გამოცდილების გაზიარებაა. წლევანდელმა სამიტმა და ხალხის შეფასებამ დაგვარწმუნა, რომ HR ბიზნეს სამიტი მომავალ წელს კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით ჩატარდება.
ღონისძიების გენერალური სპონსორი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO
მხარდამჭერები: ალდაგი, რეგუსი, პეპსიკო, Food Management Group, მეღვინეობა ხარება, ნატახტარი, ანემონე, ლურჯი ოკეანე, პალიტრა მედია ჰოლდინგი.
მედია პარტნიორები: HRhub.ge, ipn, bpn, ambebi.ge და რადიო იმედი.