ტრენინგ – საკონსულტაციო ცენტრი QBQ, პროფესიონალი ტრენერების გუნდია, რომელიც მეორე წელია არსებობს ბაზარზე და მრავალ წარმატებით განხორციელებულ პროექტს ითვლის.
მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, გთავაზობთ თანამედროვე სწავლებისა და მართვის მეთოდებს, მომსახურების სფეროში მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბების სერვისებს, ორგანიზაციული კულტურის და გუნდის ფორმირების გზებს. თითოეული ტრენინგ მოდული გათვლილია კონკრეტულ შედეგზე და ორიენტირებულია დამკვეთის მიზანზე. QBQ- ს გამოცდილ გუნდთან მუშაობა თქვენს გუნდს შესძენს საჭირო უნარებს და დაეხმარება პირადი რესურსის თუ შიდაორგანიზაციული სტრუქტურის ეფექტურ მართვაში.
გუნდი ქმნის ორგანიზაციის მოთხოვნებზე მორგებულ პროგრამას ექსკლუზიური პირობებით, რომელიც მოიცავს ტრენინგების ჩატარებას და ახალი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას. დეტალების შესახებ ჩვენს კითხვებს QBQ-ს გენერალური დირექტორი მაკა მჟავანაძე პასუხობს.
HR hub: მაკა როგორ გაჩნდა QBQ -ს შექმნის იდეა?
კომპანიის დაარსების იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც დაგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით და მივხვდი, რომ ამ გამოცდილებას სჭირდებოდა გაზიარება. „ჩვენ უბრალოდ გავერთიანდით“ საიტერესო და საჭირო საქმის საკეთებლად.
რეალურად მართლაც რომ დიდ შრომას და ენერგიას ვდებთ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის პროცესში.
ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი ტრენინგ მოდულები, ეს არის კომპლექსური მუშაობის პროცესი, რომელსაც მივყავართ ხანგრძლივ შედეგამდე.
ყოფილა შემთხვევა, დაგვისრულებია პროექტი პარტნიორთან, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ცალმხრივ მუშოაბას. პარტნიორი ვერც კი გებულობს ჩვენს არსებობას. ასეთი მიდგომა გვჭირდება იმისთვის, რომ გავზომოთ ჩვენი კომპანიის ეფექტურობა თუ რამდენად სწორი შეთავაზება იქნა გაწეული კომპანიის მხრიდან.
HR hub: რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა სხვა ტრენინგ – საკონსულტაციო ცენტრებთან მიმართებაში?
არ გავკადნიერდები და ვერ შევედრები იმ დიდ კომპანიებს, რომლებმაც დიდი გამოცდილება და დიდი შრომა ჩადეს ამ მიმართულებით და საკმაოდ დასაფასებელი საქმეც გააკეთეს. ქედს ვიხრი მათი შრომის წინაშე!
ყველაზე და ალბათ ერთადერთი მოთხოვნა კომპანიის შევქმნისას გვქონდა, შეგვექმნა ხარისხი და განსხვავებული სწავლების ფორმატი.
სწავლების 40% გადავიტანეთ „ქოუჩ“ მოდელზე, რაც ეხმარება ჩვენს მომხმარებლებს სწრაფად ადაპტირდნენ და გადაიტანონ ნასწავლი საკითხები მუშა პროცესში.
მეორე მნიშვნელოვანი, რაც იყო ჩვენს საქმიანობაში, მომსახურების და კომუნიკაციის გაუმჯობესება მომსახურების სისტემაში. ეს საკითხი საკმაოდ მტკივნეული თემაა ბიზნესის სექტორში. კონკურენციის ზრდა ითხოვს „კლიენტორიენტირებული „ კომპანიების შექმნას და გაძლიერებას. ჩვენს მიერ შეთავაზებული ბიზნეს მოდელი გულისხმობს სწორედ „კლიენტ ორიენტირებული“ სისტემის დანერგვას. რა არის კომპანიისთვის კლიენტორიენტაცია, ამაზე ხშირად ვდაობთ. ეს არ არის მხოლოდ გარე მომხმარებელზე მორგებული კომპანია, კომპანია უნდა პასუხობდეს და კომპანიამ უნდა შექმნას ურთიერთდამოკიდებული გუნდი რაც „ჩატეხილი ხიდები-ს“ საკითხს ასწორებს. ჩართულობა, ურთიერთ დამოკდებულება და „ერთ საქმეს ვემსახურებით“ პრინციპი. ჩემთვის პირველადი მომხმარებლები ჩემი თანამშრომლები არიან. ამას ვურჩევთ ჩვენს პარტნიორებსაც. ააგონ მოდელი საუკეთესო დამქირავებლის სტატუსით, რაც თავისთავად საკმაოდ დიდ მოგებას ქმნის როგორც კომპანიისთვის და ასევე მათივე თანამშრომლებისთვის.
იგივე პრინციპით ვასრულებთ საკონსულტაციო მომსახურებასაც. ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან.
მოთხოვნილ კანდიდატებს ხშირად ჩვენ თვითონ ვუტარებთ რიგ ტრენინგებს ადგილზე და შემდეგ ვაგზავნით გასაუბრებაზე. ვფიქრობ ასეთი მიდგომით ვეხმარებით ორივე მხარეს, სწორად იპოვონ ერთმანეთი და მიიღონ ურთიერთთანამშრომლობა. სტუდენტისთვის საკმაოდ რთულია ორიენტირდეს დამქირავებლის მოთხოვნებზე, გასაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს პირველ სამსახურთან.
HR hub: მოგვიყევით თქვენი ტრენინგ პროექტების შესახებ. ძირითადად რა მიმართულებით გაქვთ ტრენინგები?
ჩვენი ძირითადი მიმართულება მომსახურების ტრენინგ მოდულებია. თუმცა, გარდა ამ მიმართულებისა, არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კომუნიკაციის ტრენინგ -მოდულებიც. კომუნიკაციები გაყიდვების, მენეჯმენტის, მომსახურების თუ ზოგადად საყოფაცხოვრებო კომუნიკაციის ჭრილში.
საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა სამოტივაციო ტრენინგიც.
როდესაც საერთაშორისო მოთხოვნებს განვითარების მიმართულებით ვადევნებთ თვალყურს, მსოფლიო ბაზარიც იგივეს ითხოვს. რატომღაც დღეს ვხვდებით, გარეგან მოტივატორებზე დამოკიდებულ საზოგადოებას, რაც ცალსახად დამღუპველია.
„მინიმუმ ერთი ბედნიერი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი დღეში!“- ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვფიქრობთ კარგადაც გამოგვდის.
HR hub: როგორია QBQ – ს განვითარების ხედვა?
კომპანიის მისიაა: „ბედნიერება განვითარებაშია“.
ამ ეტაპზე სამწლიანი გეგმა დავსახეთ, ვფიქრობთ გეზს არ შევცვლით, თუ არ ჩავთვლით რიგ გამოწვევებს, რომელსაც მუდმივად ვიღებთ !
ქმედებები:
„მინიმუმ ერთი ბედნიერი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი დღეში! “
„უწყვეტი გადამზადების სისტემები ნებისმიერ რგოლსა და სეგმეტში.“
„კავშირი დამქირავებელსა და მაძიებელს შორის.“
რაც მთავარია, პრო – აქტიური აზროვნება და ხედვა.
და ბოლოს, მიყვარს ამ კითხვის დასმა საკუთარ თავთან :
„რა შემიძლია გავაკეთო მე?! “
ჩვენ გვჯერა, რომ „ჩვენ ამას შევძლებთ!“