შემოგვიერთდით

მარიამ ჭანტურია და მისი გუნდი მაკდონალდსის 86 მარკეტერს შორის საუკეთესოა

“მაკდონალდსის” მარკეტინგის დეპარტამეტის ხელმძღვანელი მარიამ ჭანტურია და მისი გუნდი 86 მონაწილეთა შორის საუკეთესოდ აღიარეს. პირველი საპატიო ადგილი მარიამ ჭანტურიას გუნდმა მიუნხენში „მაკდონალდსის“ საერთაშორისო workshop-ზე მოიპოვა. 

ერთკვირიანი workshop-ი ივნისში “Worldwide Hamburger Marketing University”-ში იმართებოდა, სადაც მსოფლიოს მასშტაბით 40-მდე ქვეყნის მაკდონალდსის 86 მარკეტინგის მენეჯერი მონაწილეობდა. Workshop-ის ფარგლებში გუნდებს დაევალათ სამ დღე-ღამეში მარკეტინგული გეგმის შედგენა, რომელიც სპეციალურად მოწვეულმა მაკდონალდსის წამყვანმა სენიორ მენეჯერებმა განიხილეს და გამოავლინეს გამარჯვებული.