შემოგვიერთდით

რა ფუნქციები ექნება საპენსიო სააგენტოსა და მის დირექტორს, რომლის ხელფასიც 10000-დან 15000 ლარამდეა?

სსიპ-საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადებულია.

საპენსიო სააგენტო არის ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის:

  • საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით. დირექტორი არ მონაწილეობს საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. საპენსიო აქტივების მართვასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელია უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო საბჭო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საპენსიო სააგენტოს დირექტორის უშუალო მოვალეობებია, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: საპენსიო სააგენტოს ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;
  • „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საპენსიო სააგენტოს დებულების შესაბამისად საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება;
  • საპენსიო სააგენტოს საქმიანობის წესების (შინაგანაწესის) შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
  • „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების რეგისტრირების, მართვისა და ადმინისტრირების წესების შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
  • „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემის (საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა) შემუშავების პროცესის ხელმძღვანელობა, ტესტირება და დანერგვა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების მართვის მიზნით;
  • საპენსიო სააგენტოს ყოველდღიური მიმდინარე საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის, დანიშვნის და გათავისუფლების პროცესის ხელმძღვანელობა და მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელება და შესაბამისი ანგარიშგება;
  • საპენსიო სააგენტოს მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმების და მართვის სისტემის ხარისხის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;
  • საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტის შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი ეფექტური მართვა ჯანსაღი ფინანსური მართვის პრინციპების შესაბამისად;
  • შესაბამისი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით;
  • საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობა დაინტერესებულ მხარეებთან და საზოგადოებასთან საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან მიმართებაში;
  • ყოველწლიური ანგარიშგება საქართველოს პარლამენტის წინაშე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10000 ლარიდან 15000 ლარამდე იქნება.

წყარო: www.hr.gov.ge