21-22 სექტემბერს, ახალციხესა და ბათუმში, Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალები ჩატარდა. ღონისძიებები გაიმართა, ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტის ,,ჩვენ გეძებთ შენ” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია საქართველოს უნივერსიტეტი და USAID-ის პროექტი ,,ზრდა”.
ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.
რაბათის ციხისა და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაფორმალურ გარემოში, 20-მდე კომპანიამ 100-მდე ვაკანსია წარმოადგინა. ადგილზე მოსული ადამიანები ესაუბრებოდნენ დამსაქმებელს და რეზიუმეს ტოვებდნენ. გარდა ამისა, მოეწყო წარმატების კუთხე, სადაც საქართველოს უნივერსიტეტისა და წარმატებული სტარტაპის წარმომადგენლმა, კარიერასა და პიროვნულ განვითარებაზე ისაუბრეს.
ახალციხეში ,,კრეატიული განვითარების სააგენტოს” წარმომადგენელმა ჩაატარა ვორქშოფი თემაზე: დროის მართვა და კარიერის დაგეგმვა. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა კითხვები დაესვა სპიკერისთვის და რჩევები მიეღო.
,,ბათუმი ჯობსის“ ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება დასრულდა კონცერტით.
დასაქმების ფესტივალები ახალციხის მუნიციპალიტეტისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.