HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის. HR hub, HR hub Next-ს სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმისა“ და გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია,, ACT-ის” მხარდაჭერით ქმნის. მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
3 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.
გაიცანით HR hub Next-ის მენტორები:
- თეონა ბაღათურია – საქართველოს თანაინვესტირების ფონდისHR დირექტორი
- ნინო ფეიქრიშვილი – პალიტრა მედია ჯგუფის HR დეპარტამენტის დირექტორი
- თეა გოგელია – ვენდისისა და დანქინ დონატსის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ნინო ჯინჯოლავა – HR Partners-ის დამფუძნებელი
- ირმა ოქროპირიძე – HRM კონსულტანტი, ქოუჩი და ბიზნეს ტრენერი
- მაია რობაქიძე – პსპ ჯგუფის ადამინური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- სოფო ტუფურია – ბი ემ სი გორგიას ადამიანური რესურსების მართვის დეპ. ხელმძღაველი
- ლიკა ნოზაძე – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის ტალანტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი
- თამუნა ლასურაშვილი – Global Beer Georgia-ს HR და ადმინისტრაციის დირექტორი
- დიანა ბურდული – JTI-ის ტალანტების განვითარების მენეჯერი კავკასიაში (საქართველო, აზერბაიჯანი, სიმხეთი)
HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 5 ნოემბრამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration