HR hub-ის ღონისძიება 29 ნოემბერს 19:00სთ-ზე Best Western Tbilisi Art Hotel-ში გაიმართება.
ღონისძიებაზე მოეწყობა პანელ დისკუსია თემაზე პერსონალის განვითება. მოწვეულია 3 სპიკერი. ერთ-ერთი მათგანია პალიტრა მედია ჰოლდინგის HR დეპარტამენტის დირექტორი ნინო ფეიქრიშვილი.
ნინო არის ფსიქოლოგი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. აქვს 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მიმართულებით. ასევე 3 წლიანი აკადემიური სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტში.
ნინო ისაუბრებს თემაზე: PD Card – პერსონალის განვითარების ბარათი.
HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთვისაა შესაძლებელი.
თუ HR-ში მუშაობის 2 წლიანი და მეტი გამოცდილება გაქვთ, სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით შემოგვიერთდით.
გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.
HR hub-ის 2018-2019 წლის სეზონის მთავარი მხარდამჭერია პალიტრა მედია ჰოლდინგი.