შემოგვიერთდით

HR hub-ის სეზონის მეორე ღონისძიება პერსონალის განვითარების თემას დაეთმო

 29 ნოემბერს, HR hub-ის ყოველ თვიური ღონისძიება, სასტუმრო Best Western Tbilisi Art Hotel–ში გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყო 3 სპიკერი:

  • ნინო ფეიქრიშვილი – პალიტრა მედიაჰოლდინგის HR დეპარტამენტის დირექტორი;
  • თამარ ლასურაშვილი–Global Beer Georgia-ს HR და ადმინისტრაციის დირექტორი;
  • ლელა თოფურია– ფინკა ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ღონისძიების მთავარ თემას პერსონალის განვითარება წარმოადგენდა. თითოეულმა სპიკერმა ისაუბრა წარმატებული პროექტის შესახებ, რომელიც ორგანიზაციაში  თანამშრომლების განვითარების კუთხით დანერგა.

ნინო ფეიქრიშვილმა აუდიტორიას გააცნო PD Card – პერსონალის განვითარების ბარათი, რომელიც წარმატებით დაინერგა პალიტრა მედია ჰოლდინგში. თამუნამ განიხილა კომპანიის ორგანიზაციული კულტურის ინტეგრირება პერსონალის განვითარების პროცესში. ლელამ წარადგინა პროექტი: ,,მოინდომე, ჩაერთე და განვითარდი” და ისაუბრა, თუ  რას ნიშნავს ფინკა ბანკში ინდივიდუალური განვითარების პროგრამა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და აუდიტორიის დიდი დაინტერესება გამოიწვია.

პალიტრა მედია ჰოლდინგმა, რომელიც HR hub-ის 2018-2019 წლის სეზონის გენერალური სპონსორია სტუმრებს ,,ლურჯი ოკეანის“ ბიზნეს ლიტერატურა და სხვა საჩუქრები გადასცა.

შეგახსენებთ HR hub ეს არის ინოვაციური, საინტერესო, პროფესიული შეხვედრების ჰაბი HR სფეროში, რომელიც ყოველ თვე სხვადასხვა შეხვედრას მასპინძლობს.

ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ HR hub-ის წევრებისთვის არის შესაძლებელი.  თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ: https://goo.gl/gHsRxu