HR hub Next მუშაობის ახალ ეტაპზე გადავიდა. გარდა იმისა, რომ ყოველკვირას წევრები სხვადასხვა თემაზე ტრენინგებს ესწრებიან, ისინი მენტორებსაც ხვდებიან. შეგახსენებთ, რომ HR hub Next-ში გაწევრიანებულია 65 ადამიანი. ისინი დაყოფილი არიან ჯგუფებად, რომლებსაც თავის მენტორი – HR მენეჯერი ჰყავს. უკვე აქტიურად დაიწყო მენტორების შეგირდებთან შეხვედრა და მუშაობა.
ნინო ჯინჯოლავამ თავისი გუნდის წევრებს ერთ-ერთ კაფეში უმასპინძლა და დავალებებიც მისცა. ისინი აქტიურად მუშაობენ რეკრუტინგზე და რამდენიმე კომპანიისთვის შესაფერის კანდიდატებს ეძებენ.
თეა გოგელიამ ,,დანქინისა & ვენდისის” ოფისში უმასპინძლა თავის შეგირდებს და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. თეამ გუნდის წევრებს გააცნო ინფორმაცია, თუ როგორ ხდება კანდიდატების მოძიება და შერჩევა მის კომპანიაში. ისინი შეთანხმდნენ სამუშაო ფორმატზე და მორიგ გეგმებზე.
გაცნობითი შეხვედრა შედგა ,,გორგიაშიც”. სოფო ტუფურიამ გაიცნო გუნდის წევრები და მოისმინა მათი მოლოდინები. სოფომ ისაუბრა კომპანია ,,გორგიაზე” და მიმოიხილა HR პროცესები. მათ ყოველკვირა ექნებათ შეხვედრები ,,გორგიაში” და სხვადასხვა თემაზე იმუშავებენ. შეგირდებმა უკვე მიიღეს დავალებები შემდეგი შეხვდრისთვის.
ირმა ოქროპირიძემ შეხვედრის არატრადიციულ ფორმას მიმართა და Skype call განახორციელა ჯგუფის წევრებთან. საუბრის თემა იყო პერსონალის შერჩევა. მან მიმოიხილა ისეთი თემები როგორიცაა: კომპეტენციების მიხედვით ინტერვიუ – იგივე ქცევითი კითხვები კომპეტენციების გარშემო, სტრუქტურული გასაუბრება, შერჩევის სხვადასხცა ტექნიკა, ვაკანსიის განაცხადის გაკეთების თანმედროვე მიდგომები, სოც მედია რეკრუტინგში და სხვა. ირმამ დავალებები მისცა შეგირდებს და შემდეგი Skype call-იც დაგეგმეს.
მენტორებთან კომუნიკაცია გრძელდება და ჩვენ აქტიურად მოგაწვდით ყველა შეხვედრის დეტალებს.
შეგახსენებთ HR hub Next-ის გენერალური სპონსორია სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი“ . გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია,, ACT” მასპინძლობს Next-ის ყოველკვირეულ შეხვედრებს, ხოლო პროექტის მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი.