ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს „კეთილი განწყობით“ იწყებს.
ტურიზმის ინდუსტრიაში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
კამპანიასთან დაკავშირებით პრეზენტაცია “არტ ჰაუზში” გაიმართა.
ღონისძიებას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალი კამპანიის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო.
საქართველოში მომსახურების მაღალი ხარისხის ერთ-ერთ შემაფერხებელი ფაქტორი სერვისის სფეროში მომუშავე ადამიანებსა და მომხმარებლებს შორის არსებული არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულად განვითარებულ ქვეყნებში ტარდება. კამპანიის მთავარი იდეაა მომსახურების სფეროში დასაქმებულთა და და მომხმარებელთა მოტივაციის ამაღლება კეთილი განწყობის გასაზიარებლად.
მარკეტინგული კამპანია გათვლილია როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანზე, ასევე მომხმარებელზე.
კამპანიის ფარგლებში შემდეგი აქტივობები ჩატარდება:
• სპეციალურად პროექტისთვის შემუშავდა კამპანიის ლოგო;
• დამზადდა კამპანიის სარეკლამო სტიკერები, როგორც პროექტის დასახელებით „კეთილი განწყობით“, ასევე, სხვადასხვა ლოგანების გამოყენებით: #გაუღიმებარმენს, #გაუღიმეგამცილებელს, #გაუღიმეგიდს“ და სხვა.
• მომზადდა კამპანია „კეთილი განწყობით“ საინფორმაციო- სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომლის გავრცელება მოხდება სოციალური ქსელის მეშვეობით.
• შეიქმნა კამპანიის ფეისბუქ გვერდი.
• დაიგეგმა გამოწვევის აქტივობები ინსტაგრამზე.
• ტურიზმის სფეროში არსებული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მეტრო სადგურებში და ავტობუსის გაჩერებებზე განთავსდება სარეკლამო ბანერები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები (მიმტანი, სასტუმროს დიასახლისი, გიდი და სხვა);
• თბილისში, ტურისტულად დატვირთულ ადგილას მოეწყობა ღიმილის კედელი. კედელზე გაიკვრება, როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების ფოტოები, ასევე იმ ადამიანების ფოტოები, ვინც ფეისბუქ გვერდის გამოწვევის კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას.
• ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდება ინოვაციური AI (ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიის მონიტორები და გამოსახული იქნება მომსახურების სფეროს წარმომადგენლების პორტრეტები, რომლებიც მოღუშული სახით გვიმზერენ. პორტრეტი გაიღიმებს მაშინ, როდესაც კამერის წინ მდგომი გამვლელი თავდაპირველად მას გაუღიმებს.