HR hub-მა Grant Thornton-თან თანამშრომლობით, ვორქშოპი “საპენსიო რეფორმის ტექნიკური ამბები” ჩაატარა. შეხვედრას სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერები ესწრებოდნენ.
ვორქშოპი შეეხო შემდეგ საკითხებს:
- რეფორმის ზოგადი და მაკროეკონომიკური გარემოს შეფასება;
- საპენსიო სქემა/სტრუქტურა და კანონით განსაზღვრული სავალდებულო/ნებაყოფლობითი მონაწილეობა (პრაქტიკული მაგალითები და ქეისების განხილვა, მათ შორის არარეზიდენტებთან მიმართებაში);
- საპენსიო სქემის სტრუქტურა, სააგენტოს უფლებები / მოვალეობები და ტექნიკურ/ადმინისტრაციული საკითხების მიმოხილვა, მათ შორის ინფორმაციის წარდგენა და რეპორტინგი;
- საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმა, პენსიის გაცემის მეთოდები და შეზღუდვები;
- ტექნიკური და პრაქტიკული ქეისების განხილვა. კერძოდ, საპენსიო შენატანების კალკულაციები სახელფასო და ხელფასთან გათანაბრებულ (ბენეფიტები) განაცემებზე, ასევე მომსახურებით ურთიერთობებთან დაკავშირებული გაანგარიშებები;
მნიშვნელოვანი დრო დაეთმო კითხვა–პასუხს.
ვორქშოპს უძღვებოდა Grant Thornton-ის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელი პაატა შურღაია.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. სისტემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს.