ტელეკომპანია იმედის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის სამსახურს სალომე ბაზერაშვილი უხელმძღვანელებს.
“ადამიანური რესურსების მართვა სატელევიზიო ინდუსტრიაში არის უდაოდ საინტერესო, გამოწვევებით, კვალიფიციური, ენერგიული და მიზანზე ორიენტირებული გუნდით” – სალომე ბაზერაშვილი.
სალომეს აქვს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით სხვადასხვა ბიზნეს სფეროებში – საბანკო/საფინანსო, საკონსულტაციო, რითეილი.