რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ” საახალწლოდ ვიდე რგოლი მოამზადა, თანამშრომლების ბავშვების საახალწლო მილოცვით.
ვიდეო რგოლში ბავშვები სხვადასხვა კითხვას პასუხობენ.
მაგალითად, “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” HR მენეჯერის, ანა მიქელაძის შვილს, თეკლა ბალიაშვილს, ეს კითხვები დაუსვეს:
- რამდენი წლის ხარ თეკლა? 10;
- ვინ არის შენი დედიკო? ანა მიქელაძე, პროფესიით მენეჯერი;
- “ბენეფიტში” რას აკეთებს? მგონი HR-ია;
- HR რა არის იცი? ხალხს ასაქმებს;
- შენ რა გინდა, რომ გამოხვიდე? ექიმი;
- შენ რომ იყო HR და დასაქმებისთვის რომ იყოს დედიკო მოსული, რას კითხავდი? ჯერ ვკითხავდი, რა პროფესიის არის და გამოცდილება აქვს თუ არა.
„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ საქართველოში საერთაშორისო კომპანია „Global Benefits Group“-ისა და Georgian Industrial Group-ის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით, 2017 წელს დაარსდა.