შემოგვიერთდით

,,HR hub Next ჩემთვის ახალი გამოწვევა და ახალი ინტერესია, თითოეულ წევრს ცოდნის გაღრმავებისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს”-მაიკო ყურაშვილი:

მაიკო ყურაშვილი HR hub Next-ის წევრია, ის მეორე შვილს ელოდება და ამის მიუხედავად, ყოველკვირა ნექსთის შესხვედრაზე დასასწრებად ქუთაისიდან ჩამოდის.

ის Credo Bank / კრედო ბანკი-ს საგანვადებო პროდუქტების გაყიდვების განვითარების მენეჯერად მუშაობს.

HR hub: მაიკო თქვენ მუშაობთ გაყიდვების განვითარების მენეჯერად. რატომ დაინტერესდით ადამიანური რესურსების სფეროთი?

HR hub: მეშვიდე წელია  ვმუშაობ  ამ პოზიციაზე,  გაყიდვების ოფიცრების აყვანისას   HR-თან ერთად  უშუალოდ ვმონაწილეობ  შერჩევის პროცესში, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესია, თუმცა მინდა  უფრო ღრმად ჩავიხედო ამ სფეროში,  ვისწავლო და ეს ცოდნა ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში გადავიტანო.

HR hub: როგორ მოხვდით HR hub Next-ში?

ხშირად ვკითხულობ  HR -ის  მიმართულებით  სხვადასხვა   სტატიებსა და სიახლეებს, ერთ საღამოს  სოციალურ  ქსელში  აღმოვაჩინე ამ პროექტის შესახებ და დავრეგისტრირდი.

HR hub: მაიკო თქვენ ყოველკვირას მიუხედავად იმისა, რომ ორსულად ხართ, ქუთაისიდან სპეციალურად HR hub Next-ისთვის ჩამოდიხართ თბილისში. რა განაპირობებს თქვენს ასეთ დიდ მოტივაციას?

ჩემთვის დიდი მოტივაციაა  წამყვანი კომპანიების HR მენეჯერების  პრაქტიკული გამოცდილებისა და ცოდნის  გაზიარება, საინტერესოა ის სიახლეები და  შესაძლებლობები რასაც ისინი  ქმნიან. მოტივაციაა იმ ადამიანების მოსმენა,  რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მათი კომპანიების განვითარებაში.

HR hub: რა არის თქვეთვის HR hub Next?

საუკეთესო  პროექტია,  ჩემთვის  ახალი გამოწვევა და ახალი ინტერესია,  თითოეულ წევრს ცოდნის გაღრმავებისა და პიროვნული განვითარების  შესაძლებლობას გვაძლევს.

ძალიან დიდი მადლობა HR hub-ს ასეთი პროექტისათვის, მომავალშიც თუ დაიგეგმება ასეთი საინტერესო პროექტები აუცილებელად მივიღებ მონაწილეობას.

HR hub: რას ურჩევდით HR hub Next-ის მომავალ წევრებს?

არ გაუშვან ეს შანსი ხელიდან,  რომ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია წაიღონ ამ პროექტიდან, ეს შანსი პიროვნული განვითარებისა და   კარიერული წინსვლის საწინდარი იქნება მათთვის.

HR hub Next-ის სპონსორია სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი“, მხარდამჭერი – გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია ,,ACT”.

მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.