კომპანია “დეველორი” გიწვევთ სადემონსტრაციო ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
თემა: ინსაით დისქავერი გახლავთ პიროვნული მიდრეკილებების დიაგნოსტირების ხელსაწყო და მასზე მიბმული სატრენინგო პროგრამა. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მას კომპანიები იყენებენ იმისათვის, რომ შეისწავლონ თანამშრომლების განსხვავებული პიროვნული თვისებები და საჭიროებები და შექმნან სათანადო გარემო ურთიერთობებისა და თანამშროლობის გასაუმჯობესებლად.
ინსაით დისქავერის გამოყენებით შესაძლებელია:
- ინდივიდების პირადი ეფექტურობის გაზრდა
- გუნდური მუშაობის გაუმჯობესება
- მენეჯერების მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება
- კონფლიქტების პრევენცია
ტრენინგის მსვლელობისას გაზიარებული და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- იუნგის პიროვნებათა ტიპოლოგიის თეორია და INSIGHTSÒ ფერები
- პიროვნული მიდრეკილებები და მათი როლი კორპორატიულ გარემოში
- ინსაით დისქავერის „ფერადი ენა“
ტრენერი: ნინა გოგოლაძე, საქართველოში კომპანია „დეველორის“ სწავლებისა და განვითარების დირექტორი.
სადემონსტრაციო ტრენინგი ჩატარდება ა.წ. 22 იანვარს 10:00 საათიდან 12:30 საათამდე, თბილისში.
დარეგისტრირებისათვის მიჰყევით ბმულს:
სადემონსტრაციო ტრენინგში მონაწილეობის მსურველები, გთხოვთ, დარეგისტრირდით 18 იანვარს 16:00 საათამდე.
მონაწილეთა შერჩევის წესი: ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა პირველი 12 დარეგისტრირებული პირი.
სადემონსტრაციო ტრენინგში მონაწილეობა უფასოა!